თენგიზ ფხალაძე - კიდევ უფრო მეტად დაუცველები ვართ, ვიდრე ვიყავით - რუსეთი ფაქტობრივად დაემუქრა საქართველოს, მომავალში უფრო მკაცრად ითქმება

პრობლემა ის კი არ არის, რომ ლავროვი იძახის: „3+3 ფორმატში“ საქართველოს ადგილი თავისუფალია, პრობლემა ისაა, რომ როდესაც ევროკავშირის გაფართოებაზე შეხვედრა იმართება თავმჯდომარე ქვეყნის მოწვევით, იქ საქართველოს სკამი ცარიელია, - ამის შესახებ ჯიპა-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ექსპერტმა თენგიზ ფხალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება „3+3 ფორმატის“ სხდომათა დარბაზში და კარი ღიაა.

თენგიზ ფხალაძის განცხადებით, რუსეთი საქართველოს დაემუქრა და მუქარა მომავალში გაცილებით უფრო მკაცრად იქნება ნათქვამი.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს რამდენიმე განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველო იყო ნახსენები, მათ შორის იყო ის, რომ ნატომ უკან უნდა წაიღოს 2008 წლის დაპირება, რაც გულისხმობს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

კიდევ უფრო მეტად დაუცველები ვართ, ვიდრე აქამდე ვიყავით. ჩვენ მოვახერხეთ ურთიერთობების გაფუჭება აშშ-სთან, სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია, მოვახერხეთ ურთიერთობის გაფუჭება ევროკავშირთან.

პოლონეთის თავმჯდომარეობით გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ასევე, იყო საქართველოს სკამი ცარიელი დატოვებული. ეს შეხვედრა ეხებოდა ევროკავშირის გაფართოებას. პრობლემა ის კი არ არის, რომ ლავროვი იძახის: „3+3 ფორმატში“ საქართველოს ადგილი თავისუფალია და ველოდებით, პრობლემა ისაა, როდესაც ევროკავშირის გაფართოებაზე შეხვედრა იმართება თავმჯდომარე ქვეყნის მოწვევით, იქ საქართველოს სკამი ცარიელია. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა.

ამ ტურბულენტობაში ყველაზე საშინელი სცენარი რომ წარმოვიდგინოთ - მართლაც მოხდა უკრაინის დანაწევრება და პუტინმა მიიღო ის, რაც უნდა, დღევანდელ განცხადებებში გამოჩნდა, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები. რუსეთი ფაქტობრივად, დაემუქრა საქართველოს. მუქარას რუსები არასდროს მალავდნენ და დღეს, კიდევ ერთხელ ითქვა, მომავალში კიდევ უფრო მკაცრად ითქმება“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება „3+3 ფორმატის“ სხდომათა დარბაზში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო