ჯასტინ ტრუდო - კანადა და ჩვენი მოკავშირეები ვლადიმერ პუტინის მიერ საერთაშორისო წესრიგის უკანონო, ამორალური და უსამართლო დარღვევების წინააღმდეგ გაერთიანებულები არიან - კანადა უკრაინას მხარს ყოველთვის დაუჭერს

კანადა უკრაინას მხარს ყოველთვის დაუჭერს, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

„კანადა და ჩვენი მოკავშირეები ვლადიმერ პუტინის მიერ საერთაშორისო წესრიგის უკანონო, ამორალური და უსამართლო დარღვევების წინააღმდეგ გაერთიანებულები არიან“, - განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.

მისი თქმით, უკრაინელები თავიანთი სუვერენიტეტისთვის და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის იბრძვიან, რომელიც რუსეთმა რამდენიმე წლის წინ მიზანმიმართულად დაარღვია.

„უკრაინელები იბრძვიან და იღუპებიან არა მხოლოდ თავიანთი სუვერენიტეტისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის, არამედ ისინი წესებზე დაფუძნებული წესრიგისთვისაც იბრძვიან, რომელიც თითქმის 80 წელია მთელს მსოფლიოში ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ტრუდომ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს