დავით მათიკაშვილი - ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო სააკაშვილი 3 წლის წინ, დღეს საქართველო ან იარსებებდა, ან არა - დროა, ყველამ აღიაროს ეს სიმართლე და უაზრო პროტესტის ნაცვლად, ქვეყნის ხელისუფლებას მხარში დაუდგეს

2×2 არის 4. საქართველოს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი სამი წლის წინ, დღეს საქართველო ან იარსებებდა, ან არა - დროა, ყველამ აღიაროს ეს სიმართლე და ქუჩაში სირბილის და უაზრო პროტესტის ნაცვლად, ქვეყნის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველო იხსნა უმძიმესი შედეგისგან, მხარში დაუდგეს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ომი იმიტომ აირიდან თავიდან, რომ ხელისუფლებაში იყო და არის „ქართული ოცნება“ და „არა აგენტურა“.

„საქართველოს ჰქონდა პრინციპული ეროვნული პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებაზე იყო ორიენტირებული. საქართველოს ხელისუფლებაში იყო და არის „ქართული ოცნება“. საქართველოს ხელისუფლებაში არ ყოფილა აგენტურა, როცა უკრაინაში ომი დაიწყო. როცა საქართველოს ხელისუფლებაში იყო აგენტურა, საქართველომ ვერ შეძლო ომის თავიდან არიდება 2008 წელს. 2×2 არის 4. საქართველოს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი სამი წლის წინ, დღეს საქართველო ან იარსებებდა, ან არა. დროა, აღიაროს ყველამ ეს სიმართლე და ქუჩაში სირბილის და უაზრო პროტესტის ნაცვლად, ქვეყნის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველო იხსნა უმძიმესი შედეგისგან, მხარში დაუდგეს და საკუთარი ტყუილი, სიცრუე აღიარონ და ბოდიში მოიხადონ ქართველ ხალხს, იმ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება ვიტანდით ბოლო წლების განმავლობაში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გადაგვერჩინა იმ უბედურებისგან, რაც უკრაინას დაატყდა," - განაცხადა მათიკაშვილმა.

ამასთან, უმრავლესობის დეპუტატი აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა აერიდებინა ომს.

„ზელენსკის არადიპლომატიური ქმედებების და სხვის წისქვილზე წყლის დასხმით განპირობებული ქმედებების ფონზე, დღეს უკრიანა არის უმძიმეს მდგომარეობაში. დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკეთა ის შეფასებები, რითაც უკრაინის დღევანდელი პრეზიდენტის ქცევას, ქმედებას დაუსვა ის წერტილი, რომელსაც ალბათ, ეს ადამიანი იმსახურებს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო