თინა ბოკუჩავა - დღეს და ხვალ ვენაში ჩატარდება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მოსამზადებელი სხდომა - შედგება საგანგებო დებატები საქართველოზე

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ვენაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესიისთვის მოსამზადებელ სხდომას ესწრება.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ასამბლეაზე შედგება საგანგებო დებატები იმ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე, რომელშიც „ივანიშვილმა ქვეყანა შეიყვანა მიტაცებული არჩევნების და შემდგომი რეპრესიების შედეგად“.

„დღეს და ხვალ ვენაში ჩატარდება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მოსამზადებელი სხდომა წლიური სესიისთვის, რომელიც ტარდება ივნისში. ასამბლეაზე შედგება საგანგებო დებატები საქართველოზე, გამომდინარე იმ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა ქვეყანა მიტაცებული არჩევნების და შემდგომი რეპრესიების შედეგად. დღის წესრიგში დადგება სწორედ ის მოთხოვნები, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო თანამეგობრობას და ქართველ ხალხს, ეს არის ახალი, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატში ასევე მონაწილეობს ამერიკული დელეგაცია, რომელთანაც ასევე იგეგმება ჩვენი მხრიდან ორმხრივი შეხვედრები იმისთვის, რომ განვიხილოთ ამერიკის შეერთებული შტატების სასანქციო პოლიტიკა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს