გია ვოლსკი - სამომავლო პერსპექტივაში, შეიძლება, რაღაც გამოჩნდეს, თუმცა ამ ეტაპზე, არაფერი იმდაგვარი არ ჩანს, რომ „3+3 ფორმატში“ გინდ პოლიტიკურად, გინდ ეკონომიკურად, ჩვენი ჩართულობა გამართლებული იყოს

სამომავლო პერსპექტივაში, შეიძლება, რაღაც გამოჩნდეს, თუმცა ამ ეტაპზე, არაფერი იმდაგვარი არ ჩანს, რომ „3+3 ფორმატში“ გინდ პოლიტიკურად, გინდ ეკონომიკურად გამართლებული იყოს ჩვენი ჩართულობა, ასე რომ დაველოდოთ პროცესებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ „საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება „3+3 ფორმატის“ სხდომათა დარბაზში“.

მისივე თქმით, რუსეთის სხვადასხვა ხელმძღვანელობა მუდმივად აკეთებს განცხადებებს, რომ საქართველო ამ ფორმატში მონაწილეობას ადრე თუ გვიან მიიღებს.

ვოლსკის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" სწორი პოლიტიკა აირჩია და ქვეყანაში დღემდე სტაბილურობა შეინარჩუნა.

"რაც ეს იდეა წარმოიშვა, რომ 3+3 არის ფორმატი, სადაც მონაწილეობს ერთ მხარეს, ირანი, თურქეთი, რუსეთი და კავკასიის სამი ქვეყანა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ეს ქმნის გარკვეულ ეკონომიკურ ურთიერთობების ახალ ფორმატს, იმის მერე ლაპარაკი, რომ საქართველო დღეს თუ ხვალ ჩაეწერება ამ ფორმატში, მაშინ როდესაც შიგნით თავად ურთიერთობები არ აქვთ მოგვარებული. მაგალითად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საკმაოდ დაძაბული ვითარებაა დღეს და პერსპექტივაში ჩვენ ვლოცულობთ, რომ ეს არ გადაიზარდოს სამხედრო დაპირისპირებაში. არ არის ჩვეულებრივი ურთიერთობები თურქეთსა და რუსეთს, ან ირანს შორის. მოკლედ არ არის ეს საკითხი იმ დონეზე წამოწეული, სადაც საქართველოს ექნება მონაწილეობის ინტერესი პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც. ის პროცესები, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს, განაპირობებს საქართველოს მომავალ პოზიციას. საქართველოსთვის, ჩვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დაზიანდეს არც მისი პოლიტიკური იმიჯი, საგარეო კურსი, ეკონომიკური ინტერესები. აქედან გამომდინარე, სამომავლო პერსპექტივაში, შეიძლება, რაღაც გამოჩნდეს, თუმცა ამ ეტაპზე, არაფერი იმდაგვარი არ ჩანს, რომ ამ ფორმატში გინდ პოლიტიკურად, გინდ ეკონომიკურად გამართლებული იყოს ჩვენი ჩართულობა. ასე რომ დაველოდოთ პროცესებს. საქართველოს, სამწუხაროდ, ის რესურსი არ გააჩნია, რომელიც მსოფლიო პროცესებზე მოახდენს გავლენას, თუმცა სწორი პოლიტიკა ავირჩიეთ და დღემდე სტაბილურობა შევინარჩუნეთ ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია