საბა სხვიტარიძის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებაში მონაწილე პოლიციელების დაკითხვა მოითხოვა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა საბა სხვიტარიძის დაკავებაში მონაწილე პოლიციელების დაკითხვა მოითხოვა.

როგორც ჩომახაშვილმა შუამდგომლობაში განმარტა, სხვიტარიძე მაშინ, როცა ის მამასთან ერთად მიდიოდა დასავლეთში, გააჩერეს და დააკავეს. ჩომახაშვილის თქმით, დაკავებაში მონაწილეობდა საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელის, მირიან ქავთარაძის მოადგილე, მიხეილ სუჯაშვილი.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სუჯაშვილს გამოკითხვის ოქმში მითითებული არ აქვს ინფორმაცია, რომ საბა სხვიტარიძე თბილისში მან ჩამოიყვანა.

ჩომახაშვილის თქმით, სუჯაშვილი გამოკითხვის ოქმში უთითებდა, რომ საბა სხვიტარიძის მძღოლს, [საბა სხვიტარიძის მამას] არ ეცალა და ჩვენ წამოვიყვანეთ პოლიციაშიო. ადვოკატი მიიჩნევს, რომ სუჯაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები სიმართლეს არ ამბობენ.

ჩომახაშვილის თქმით, დაცვის მხარისთვის უცნობი იყო, საბა სხვიტარიძე ზესტაფონიდან, 05:00 საათზე როგორ აღმოჩნდა პოლიციის სამმართველოში და ვინ იყო მისი ჩამომყვანი. შესაბამისად, მათ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან მოითხოვეს დადგენა, თუ ვინ ჩამოიყვანა სხვიტარიძე თბილისში.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პირების დაკითხვა მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ პოლიციის მანქანაში განხორციელდა სხვიტარიძის მიმართ გაუპატიურების მუქარა.

საერთო ჯამში, ადვოკატები 15 პირის მოწმის სახით დაკითხვას ითხოვდნენ. ბრალდების მხარე შუამდგომლობას ნაწილობრივ დაეთანხმა, კერძოდ კი, პროკურორი 13 პირის დაკითხვას დათანხმდა.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, თუმცა, დასაკითხ მოწმეთა სიაში დართვას 13 პირზე დათანხმდა.

ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.

სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს