გამომომძიებელი - საბა სხვიტარიძეს გარკვეული, უმნიშვნელო დაზიანებები ჰქონდა

"არა კაცო, რა გული არევია" - ასე უპასუხა გამომძიებელმა თევდორე გიორგაშვილმა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის ადვოკატს, ირაკლი ჩომახაშვილს კითხვაზე, დაკავების შემდეგ, ცუდად ხომ არ გამხდარა სხვიტარიძე, „ხომ არ მოუთხოვია პარკი და გული ხომ არ არევია“.

აღნიშნულს გამომძიებელმა უარყოფითი პასუხი გასცა, თუმცა გასულ სხდომაზე ბრალდებულმა დეტალურად აღწერა, როგორ იძალადეს მასზე პოლიციის მთავარ სამმართველოში, როგორ ურტყამდნენ თავში და როგორ აერია გული.

გამომძიებელმა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ სხვიტარიძეს დაკავებისას განემარტა მისი ყველა უფლება. გიორგაშვილის თქმით, ბრალდებულის დაკავება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში მის მიერ მოხდა და გიორგი ტაბატაძე ეხმარებოდა.

რაც შეეხება კითხვას, ჰქონდა თუ არა საბა სხვიტარიძეს დაზიანებები, გამომძიებელმა უპასუხა, რომ "გარკვეული, უმნიშვნელო დაზიანებები ჰქონდა, მის მიერ დასმულ კითხვას კი სხვიტარიძემ არ უპასუხა".

"სერიოზული დაზიანება რომ ჰქონოდა, ჩემს ხელმძღვანელობას საქმის კურსში ჩავაყენებდი და სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც გაეწეოდა", - განაცხადა გიორგაშვილმა.

მას ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა დაუსვა კითხვა, დაზიანებები, რაც სხვიტარიძეს ჰქონდა, მან უმნიშვნელოდ ჩათვალა? გამომძიებელმა დადებითი პასუხი გასცა.

ირაკლი ჩომახაშვილის კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა, საბა სხვიტარიძე 05:00 საათზე პოლიციის შენობაში, გამომძიებელმა უარყოფითი პასუხი გასცა.

ასევე, მან ადვოკატს დაუდასტურა, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, სადაც სხვიტარიძის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ჩომახაშვილის კითხვაზე, პოლიციის შენობაში მას ხომ არ დაუნახავს ნიღბიანი პირები, გამომძიებელმა უპასუხა, რომ "მათთან არ დადიან ნიღბიანი პირები".

ეს კითხვა ბრალდებულ საბა სხვიტარიძის განცხადებიდან გამომდინარეობდა, რომელმაც გასულ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პოლიციის მთავარ სამმართველოში "ნიღბიანი, სპეცეკიპირებით პოლიციელები შევიდნენ და მასზე ძალადობა დაიწყეს".

გამომძიებელს კითხვებით მიმართა საბა სხვიტარიძემაც.

"თქვენ ამბობდით, რომ მაისური ამაწევინეთ და დაზიანებებს აღწერდით. რომ ვარწყიე არ გახსოვთ?", - მიმართა სხვიტარიძემ გამომძიებელს, რასაც მან ასევე, უარყოფითი პასუხი გასცა.

მას სხვიტარიძემ ჰკითხა, განუმარტა თუ არა მას, ხელს რატომ არ უწერდა ის ოქმზე ხელს, რასაც გიორგაშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა.

"სასწრაფოს, ადვოკატს რატომ არ დაურეკეთ?", - ჰკითხა ბრალდებულმა კვლავ გამომძიებელს.

"ჩემთან რომ გეხსენებინათ, აუცილებლად დავურეკავდი. ადვოკატიც არ გიხსენებიათ", - განაცხადა გამომძიებელმა.

"მეორეჯერ რომ შემამოწმეთ, დაზიანებებმა რატომ იმატა?",- ჰკითხა მას სხვიტარიძემ, რასაც გამომძიებელმა უპასუხა, რომ ის "მეორედ არ შეუმოწმებია".

სხვიტარიძემ მას ასევე ჰკითხა, თუ ვინ იყო ის 2 ნიღბიანი, ვისაც მან დაუძახა, რაზეც გამომძიებელმა უპასუხა, რომ "მათთან ნიღბიანები არ დადიან".

ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.

სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
მირიან მირიანაშვილი - საქართველოსთვის აშშ-ს გზავნილის მთავარი პათოსი ასეთია: აშშ-ს ადმინისტრაცია არ მოითმენს საქართველოს პრორუსულ კურსს
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ლისის ტბის ადმინისტრაცია მოსახლეობას აფრთხილებს
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კამპუსში ახალი სივრცის გახსნას საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე დაესწრო
Samsung-ის A სერიის ახალი სმარტფონები - შეიძინე პირველმა და დასაჩუქრდი