ოლაფ შოლცი კითხვაზე, არის თუ არა უკრაინა ომის დაწყებაში დამნაშავე - ეს ასე არ არის, ჩვენ ევროპაში დაჟინებით ვამტკიცებთ ამას

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინას ხელი არ უნდა შეეშალოს მის გადაწყვეტილებაში იყოს დემოკრატიული, სუვერენული ერი ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

Reuters-ის ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელ ARD-თან ინტერვიუში კითხვაზე, იზიარებს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოსაზრებას, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში დამნაშავე უკრაინაა, შოლცმა უპასუხა: „ეს ასე არ არის. ჩვენ ევროპაში დაჟინებით ვამტკიცებთ ამას".

მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინისთვის, როგორც პოტენციური წევრისთვის, კარს ღიას ტოვებს.

„უკრაინას ხელი არ უნდა შეეშალოს მის გადაწყვეტილებაში იყოს დემოკრატიული, სუვერენული ერი ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნა შოლცმა.

მისივე თქმით, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების შემთხვევაშიც, უკრაინას უნდა ჰყავდეს ძლიერი არმია.

„ამისთვის ჩვენ, ევროპაში და ჩვენი საერთაშორისო და ტრანსატლანტიკური პარტნიორები ვიზიარებთ პასუხისმგებლობას“, - დასძინა შოლცმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა