კირილ ბუდანოვი - ვფიქრობ, წელს ცეცხლის შეწყვეტამდე მივალთ

ვფიქრობ, წელს ცეცხლის შეწყვეტამდე მივალთ, რამდენ ხანს გაგრძელდება და რამდენად ეფექტიანი იქნება - სხვა საკითხია. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

“ჩემი აზრი გაინტერესებთ? - ვფიქრობ, რომ კი. ეს პარადოქსული ვითარებაა: მიუხედავად იმისა, რომ მხარეების საწყისი პოზიციები დიამეტრულად განსხვავებულია (იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია), ამასთან ერთად ვფიქრობ, რომ წელს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმამდე მივალთ. რამდენ ხანს გაგრძელდება და რამდენად ეფექტიანი იქნება - ეს სხვა საკითხია. მაგრამ ის, რომ ეს მოხდება, ვფიქრობ, მოხდება. ამისთვის შემადგენელი ნაწილების უმეტესობაა”, - განაცხადა ბუდანოვმა.

მშვიდობისმყოფელი ძალების შესაძლო განლაგებაზე საუბრისას ბუდანოვმა ეჭვის ქვეშ დააყენა, რომ ეს შესაძლოა უსაფრთხოების გარანტია გახდეს, ვინაიდან, “მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ არის, სადაც მშვიდობისმყოფელების შეყვანამ იმუშავა”.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება