დიმიტრი ცქიტიშვილი - არ გამოვრიცხავ, გამარტივებული სასამართლო სქემა გააკეთონ, საბჭოთა „ტროიკები“, სადაც სამი ადამიანი იღებდა გადაწყვეტილებას, ვიღაც მოღალატედ გამოეცხადებინათ და დაეხვრიტათ - „ოცნება“ დემოკრატიულობანას თამაშსაც კი აღარ ცდილობს

ჩვენ გვაქვს ორკესტრირებული, სპეციალურად დაგეგმილი და გამიზნული აქტი, რომელსაც სახელმწიფო თავისი ოპონენტის მიმართ ახორციელებს. ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ ეს არ არის სპონტანური და ეპიზოდური, კვერცხებით არავინ დადის აეროპორტში დილის 05:00 საათზე, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” გიორგი გახარიასა და მეხუთე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმის შეფასებისას განაცხადა.

ცქიტიშვილის თქმით, მომხდარი ფაქტი იმ თავდასხმის გაგრძელებაა, რაც ბათუმში გიორგი გახარიას მიმართ მოხდა.

“პროტესტი ყოველთვის შეიძლება იყოს, როცა პროტესტი არის ორგანული და მომდინარეობს ადამიანების ბუნებრივი სურვილიდან, მაგრამ, თავისთავად, ძალადობა, ყველა შემთხვევაში, არასასიამოვნოა და ცუდი ფორმაა, განსაკუთრებით, მაშინ, როცა ეს არის დაგეგმილი და ორკესტრირებული. “ქართული ოცნება” აპელირებდა, თითქოს ეს თუ ცუდია, რატომ არ არის ცუდი კვერცხების სროლა მოსამართლეზე. ისიც ცუდია, რა თქმა უნდა, უბრალოდ, განსხვავება ის არის, რომ იქ თუ ეს აქტივისტმა ჩაიდინა, მის მიმართ საზოგადოებრივი ტოლერანტობა უფრო მაღალია, მაგრამ, მეორეს მხრივ, ჩვენ გვაქვს ორკესტრირებული, სპეციალურად დაგეგმილი და გამიზნული აქტი, რომელსაც სახელმწიფო თავისი ოპონენტის მიმართ ახორციელებს. ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ ეს არ არის სპონტანური და ეპიზოდური, კვერცხებით არავინ დადის აეროპორტში დილის 05:00 საათზე, ისიც გასაგებია, რომ ამ ადამიანების (გიორგი გახარიას და სალომე ზურაბიშვილის) ჩამოსვლა წინასწარ იყო მოძიებული. ეს არის იგივე თავდასხმის გაგრძელება, რაც მოხდა ბათუმის “შერატონში”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კანონში შეტანილ ცვლილებაზეც ისაუბრა, რომელიც სამშობლოს ღალატის მუხლს ეხება. კითხვაზე, აქვს თუ არა კონკრეტული მიზნები “ქართული ოცნების” მიერ სისხლის სამართლის კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებას, ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ კონკრეტულ მიზნებს ემსახურება, არამედ, ეს არის “ქართული ოცნების” პოპულისტური აქტი.

“ეს პოპულიზმიც არის, მაგრამ პოპულიზმთან ერთად, არის დაშინების ახალი ბერკეტი, იმიტომ, რომ ყველა სხვა ბერკეტმა ვერ იმუშავა ან არასაკმარისად იმუშავა, ვერ შეაშინეს ხალხი და ახლა არის მცდელობა, რომ უფრო მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული შემოიტანონ, რომლითაც შეაშინებენ ხალხს. არ მგონია, იმდენი შეძლონ, რომ აამუშაონ ეს კანონი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, განზრახვები ისეთია, რომ არ გამოვრიცხავ, გამარტივებული სასამართლო სქემა გააკეთონ იმიტომ, რომ სასამართლო ვერ აუდის გამოწერილი ჯარიმების საქმეებს. ცოტა ჩიხურია მდგომარეობა და იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც გეგმავენ ხალხის დაჯარიმებას. გამარტივებულ სასამართლო სქემაში ვგულისხმობ “ტროიკებს” - საბჭოთა სტილის გამარტივებულ სქემას, სადაც სამი ადამიანი იღებდა გადაწყვეტილებას, ვიღაც დაეხვრიტათ თუ სამშობლოს მოღალატედ ან ხალხის მტრად გამოეცხადებინათ. საერთოდ აღარ ცდილობენ, დემოკრატიული ფარსი ან პერფორმანსი მაინც შექმნან ან “დემოკრატიულობანა” ითამაშონ ნომინალურ დონეზეც კი. ეს უკვე დემოკრატიზაციის პროცესში მყოფი ქვეყნის დამახასიათებელ ყველა ჩარჩოს გასცდა და გადასულია ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელ ყველა მონაცემებზე. რამდენად შეძლებენ ამ კანონის აღსრულებას, ეს უკავშირდება ჩვენს მოქმედებებს. თუ შეძლეს და გაგვტეხეს, მაშინ აუცილებლად დაამყარებენ ავტორიტარიზმს, თუ ვერ გაგვტეხეს, მაშინ, ბუნებრივია, ესეც ფარსად დარჩება და ვერ ამოქმედდება, ისევე, როგორც რუსული კანონი.

საქართველოს აქვს ეროვნული ინტერესი - უსაფრთხოება, ჩვენი საერთაშორისო ორიენტაცია და დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირება. დემოკრატიულ სახელმწიფოს ფორმირებაზე უარი თქვეს და ეს ყველა მიმართულებით გამოისახა. კონსტიტუციით გაწერილ დასავლურ კურსზე ითქვა უარი, უსაფრთხოების ინტერესი, რომელიც ყველაზე მეტად უკავშირდებოდა რუსეთისგან ჩვენი ქვეყნის დაცვას იმიტომ, რომ რუსეთია საქართველოს რეალური ოკუპანტი, აქაც ჩვენ ვხედავთ კოლაბორაციას და მათი ღალატი ცალსახად ამ ყველაფერშია. ის, რომ ჩვენ მოღალატეს გვეძახიან იმიტომ, რომ ამ მოღალატეობრივ გზაზე არ გავყევით, მაშინ ამაში ვიყოთ მოღალატეები. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, არიან თუ არა ისინი მოღალატეები - როცა შენ ღალატობ სახელმწიფოს ინტერესებს, შენ ხარ სახელმწიფო მოღალატე!”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს