დელიბორ როჰაჩი საკანონმდებლო ცვლილებებზე - უკიდურესად აღმაშფოთებელი სიახლეა ქართული დემოკრატიისთვის, კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯია ავტორიტარიზმის გზაზე

ვფიქრობ, ეს უკიდურესად აღმაშფოთებელი სიახლეა ქართული დემოკრატიისთვის. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯია ავტორიტარიზმის გზაზე, იმ ეტაპისკენ, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარაა, - ასე აფასებს "ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის" უფროსი მკვლევარი, დელიბორ როჰაჩი საქართველოს ხელისუფლების მიერ იმ კანონების და სასჯელების გამკაცრებას, რომლებიც დემონსტრაციებს უკავშირდება.

როგორც დელიბორ როჰაჩი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აცხადებს, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაა საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში მჭიდროდ დამკვიდრდეს - „ჩარჩეს“.

“ვფიქრობ, ეს უკიდურესად აღმაშფოთებელი სიახლეა ქართული დემოკრატიისთვის. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯია ავტორიტარიზმის გზაზე, იმ ეტაპისკენ, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარაა. შეუძლებელია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს შეუძლია ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, ან ნატოსა და ევრო-ატლანტიკურ საზოგადოებასთან კავშირები გააღრმაოს, თუკი ის ახშობს განსხვავებულ ხმებს, ხალხს აპატიმრებს, უუქმებს მანდატებს საკანონმდებლო ორგანოში არჩეულ პარლამენტარებს. არჩევნები კიდევ ცალკე საუბრის საგანია. პირადად ჩემთვის, ესაა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში მჭიდროდ დამკვიდრდეს, ჩარჩეს. და ვფიქრობ, ქართველი, თავისუფლებისმოყვარე ხალხი მართალია, როდესაც ამას მთელი ძალით აპროტესტებს“,- აცხადებს დელიბორ როჰაჩი “ამერიკის ხმასთან“.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს