ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უნდა იგრძნოს ომის ფასი, რათა ნამდვილად მოისურვოს მშვიდობა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობებში ჩადებული ყოველი ორი დოლარი რუსეთისთვის 10 დოლარის ზარალის მიყენებას ნიშნავს.

„ჩვენს შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობებში ჩადებულ ყოველ ორ დოლარზე, ჩვენ უკვე ვიღებთ თითქმის ათი დოლარის ზარალს რუსეთისთვის. ეს არის აუცილებელი დინამიკა: რუსეთმა უნდა იგრძნოს ომის ფასი, რათა ნამდვილად მოისურვოს მშვიდობა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ომი დასრულდეს.

„უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს ომი დასრულდეს - ყველაფერს, რაც საჭიროა. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი მშვიდობა - ღირსეული იმ ერისთვის, რომელიც ასე მამაცურად იცავს თავს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს