ისრაელში სამი ავტობუსი აფეთქდა, ორში ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს - პოლიცია სავარაუდო ტერორისტულ თავდასხმაზე საუბრობს

ისრაელის ქალაქებში, ბათ-იამსა და ხოლონში, ავტოსადგომებზე სამი ავტობუსი აფეთქდა. აფეთქების დროს ავტობუსებში არავინ იმყოფებოდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლიცია აცხადებს, რომ მომხდარი სავარაუდო ტერორისტული თავდასხმა იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ განაცხადა, რომ მათ გაანეიტრალეს ორი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობა ახლომდებარე ავტობუსებში. მედიის ცნობით, ეს მოწყობილობები ჰოლონში აღმოაჩინეს და თითოეულში 5 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო.

პოლიციაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ეჭვმიტანილების ძებნა.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, პრემიერი მუდმივ განახლებებს იღებს სიტუაციის შესახებ და მან ისრაელის თავდაცვის ძალებს „დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტული უჯრედის წინააღმდეგ მასიური ოპერაციის განხორციელება დაავალა“.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა