მარკო რუბიო - პრეზიდენტი ტრამპი ძალიან განაწყენებულია ზელენსკიზე - ის მზადაა, მშვიდობისთვის იმუშაოს და იმედოვნებს, რომ ზელენსკი იქნება პარტნიორი ამ საკითხში და არა ის, ვინც კონტრშეტყობინებებს აგზავნის

ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ძალიან განაწყენებულია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე და, გარკვეულწილად, სამართლიანად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტ კეტრინ ჰერიჯთან ინტერვიუში განაცხადა.

„გულწრფელად რომ გითხრათ, მეც, პირადად, ძალიან განაწყენებული ვარ, რადგან საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან - ვიცე-პრეზიდენტთან ერთად. ჩვენ განვიხილეთ საკითხი მინერალებზე უფლებების შესახებ და ავუხსენით მათ, ნახეთ, ჩვენ გვინდა ვიყოთ თქვენთან ერთობლივ საწარმოში - არა იმიტომ, რომ თქვენი ქვეყნის მოპარვას ვცდილობთ, არამედ იმიტომ, რომ ვფიქრობთ, რომ ეს რეალურად უსაფრთხოების გარანტიაა. თუ ჩვენ ვიქნებით თქვენი პარტნიორი მნიშვნელოვან ეკონომიკურ წამოწყებაში, ჩვენ მივიღებთ უკან გადასახადის გადამხდელების მიერ გაცემული თანხის - დაახლოებით, 200 მილიარდი დოლარის - ნაწილს და ასევე - ახლა ჩვენ დაინტერესებული ვართ უკრაინის უსაფრთხოებით. მან თქვა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ამ გარიგების გაკეთება. ორი დღის შემდეგ წავიკითხე, რომ ზელენსკი ამბობს: „მე უარი ვთქვი გარიგებაზე, მე მათ ვუთხარი, ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებთ“. ეს იმ შეხვედრაზე არ მომხდარა“, - აღნიშნა რუბიომ.

მისი თქმით, უკრაინამ აშშ-ის მიმართ გარკვეული მადლიერება უნდა გამოხატოს.

„ჩვენ ვზრუნავთ უკრაინაზე, რადგან ის გავლენას ახდენს ჩვენს მოკავშირეებზე და, საბოლოოდ, მსოფლიოზე. აქ მადლიერების გარკვეული დონე უნდა იყოს ამაზე, და როცა ამას ვერ ხედავ და ხედავ, რომ ის პრეზიდენტს დეზინფორმაციის სამყაროში ცხოვრებაში ადანაშაულებს, ეს უაღრესად, ძალიან კონტრპროდუქტიულია.

„ჩვენ ვზრუნავთ უკრაინაზე, რადგან მას აქვს გავლენა ჩვენს მოკავშირეებზე და, საბოლოოდ, მსოფლიოზე. იქ მადლიერების გარკვეული დონე უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით. როცა ამას ვერ ხედავ და ხედავ, რომ ის პრეზიდენტს დეზინფორმაციის სამყაროში ცხოვრებაში ადანაშაულებს, ეს უაღრესად, ძალიან კონტრპროდუქტიულია“, - აღნიშნა რუბიომ.

მისი თქმით, დონალდ ტრამპს სურს მშვიდობა, რადგან ის უკრაინაზე ზრუნავს.

„ის მზადაა, მშვიდობის მისაღწევად იმუშაოს, რადგან ზრუნავს უკრაინაზე და იმედოვნებს, რომ ზელენსკი იქნება პარტნიორი ამ საკითხში და არა ის, ვინც ერთგვარ კონტრშეტყობინებებს აგზავნის. ეს უაღრესად, კონტრპროდუქტიულია“, - აღნიშნა რუბიომ.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა