თოვლის უხვმა ნალექმა აჭარაში პრობლემები შექმნა

აჭარაში უხვი ნალექის შედეგად მუნიციპალიტეტების შიდა სასოფლო გზებზე პრობლემები შეიქმნა.

როგორც აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, საჯარო სკოლებში, თოვლის გამო, მოსწავლეთა დასწრების დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

„ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდას ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თოვლის საფარი 40-50 სანტიმეტრს აღწევს.

ამ ეტაპზე შეზღუდულია ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელ გზებზე საავტომობილო მოძრაობა, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები. ეტაპობრივად ყველა მიმართულება გაიწმინდება.

ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტებში ყველა მიმართულებაზე მიმდინარეობს საავტომობილო გზების გაწმენდა. ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელ გზებზე მოძრაობა თავისუფალია და გრძელდება მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა.

თოვლის წმენდის სამუშაოებში ჩართულია დეპარტამენტის კუთვნილი 57 ერთეული სპეცტექნიკა”, - აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, ბათუმის მერიაში აღნიშნავენ, რომ უხვი ნალექის გამო გზებზე ტექნიკურ მარილს ყრიან.

„სანდასუფთავებისა და ბათუმის წყლის მობილური ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ გზის სავალი ნაწილის წმენდას თოვლის საფარისაგან.

პარალელურად მიმდინარეობს სანიაღვრე და ზღვაში გამსვლელი არხების წმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა. სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება”, - აცხადებენ ბათუმის მერიაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს