საქართველოს და პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის უწყებებმა თანამშრომლობა დაიწყეს

საქართველოში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ეფექტიანობის გაუმჯობესების და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა(GCCA) და პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ოფისს (UOKiK) შორის თანამშრომლობა დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომხმარებლის დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მენტორობის პროგრამის ფარგლებში, 2025 წლის 20 თებერვალს, GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის და UOKiK-ის წარმომადგენლების ერთობლივი მონაწილეობით, ონლაინ ფორმატში, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„ტრენინგი, ძირითადად, შეეხებოდა საქმის შესწავლის პროცესში მტკიცებულებების შეგროვების ინსტრუმენტებს. აღნიშნულმა სწავლებამ მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი GCCA-ის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კანონდარღვევების უფრო ეფექტიან გამოვლენასა და მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონმდებლობის ხარისხიან აღსრულებას.

მიმდინარე წლის განმავლობაში, თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია GCCA-ის თანამშრომლებისთვის სპეციალიზებული ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება, „ქეისების“ განხილვის პროცესში პოლონელი ექსპერტების კონსულტაციების მიღება, სასწავლო ვიზიტების ორგანიზება და სხვა ერთობლივი აქტივობები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება