სალომე სამადაშვილი - საქართველო ხდება ის ქვეყანა, სადაც დემოკრატიული ღირებულებების თვალსაზრისით, პარტნიორებისთვის უმძიმესი ვითარებაა შექმნილი - ველოდები, რომ ეუთო შესაბამის პროცედურას დაიწყებს

საქართველო, ფაქტობრივად, ხდება ის ქვეყანა, სადაც დემოკრატიული ღირებულებების თვალსაზრისით, ჩვენი პარტნიორებისთვის უმძიმესი ვითარებაა შექმნილი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესიისთვის მოსამზადებელ სხდომასთან დაკავშირებით.

სამადაშვილის თქმით, ეუთო-ს დებატები გაგრძელდება იმით, რომ დაიწყება შესაბამისი პროცედურები საქართველოსთან მიმართებით.

„თავისთავად ის, რომ ეუთო-ს ფარგლებშიც კი, იქ, სადაც წარმოდგენილი არიან, მათ შორის ისეთი ქვეყნები, რომლებსაც სერიოზული გამოწვევა აქვთ დემოკრატიის კუთხით, ასეთი მწვავე დებატები გაიმართა საქართველოსთან დაკავშირებით. ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველო, ფაქტობრივად, ხდება ის ქვეყანა, სადაც დემოკრატიული ღირებულებების თვალსაზრისით ჩვენი პარტნიორებისთვის უმძიმესი ვითარებაა შექმნილი.

მე ველოდები, ეს დებატები გაგრძელდება იმით, რომ დაიწყება შესაბამისი პროცედურა. საქართველოს შესახებ მოხსენების მომზადება დაევალება ამ ორგანიზაციის ფარგლებში შესაბამის ორგანოს და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ მოხსენების საფუძველზე მომავალში უკვე აღარ მოხდეს საქართველოს დღევანდელი არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლების მიწვევა შესაბამის ფორმატებში. ჩვენ ვნახეთ, რომ განწყობა იხრება სწორედ აქეთკენ, ანუ არ შეიძლება, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდეს თანამშრომლობა არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს