დავით მათიკაშვილი - ქართველი რადიკალები არიან სრულიად დემორალიზებული და დამარცხებული, რომლებიც ცდილობენ საქართველოში შექმნან ანტიამერიკული განწყობები

ქართველი რადიკალები არიან სრულიად დემორალიზებული, საბოლოოდ დამარცხებული და ის, რასაც ეს ხალხი დღეს ჩადის, პირდაპირ არის მცდელობა, საქართველოში შექმნან ანტიამერიკული განწყობები, - ასე უპასუხა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა შეკითხვას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის მისამართით ქართველი ოპოზიციონერების განცხადებებს შეეხებოდა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გაცხადდა დონალდ ტრამპის და თეთრი სახლის ოფიციალური საგარეო პოლიტიკა, ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ანტიამერიკულ განცხადებებს ერთიმეორეზე მიყოლებით აკეთებენ.

„ქართველი რადიკალები არიან სრულიად დემორალიზებული, საბოლოოდ დამარცხებული და ის, რასაც ეს ხალხი დღეს ჩადის, პირდაპირ არის მცდელობა, საქართველოში შექმნან ანტიამერიკული განწყობები. ისინი ლანძღავენ ქვეყნის პრეზიდენტს [დონალდ ტრამპს]. თვე-ნახევრის წინ იყო დრო, როდესაც ერთიმეორეს ეჯიბრებოდნენ, გამოსულიყვნენ ეკრანებზე და საზოგადოებისთვის ეუწყათ თუ როგორ ახლო ურთიერთობებში არიან პრეზიდენტ ტრამპთან. ინაუგურაციის დროს ადგილებს ინაწილებდნენ, როცა მათი წარმოდგენით, შეერთებულ შტატებში დაპატიჟეს. ჯერ ერთი, არავის დაუპატიჟებია და მეორეც, როდესაც გაცხადდა დონალდ ტრამპის და თეთრი სახლის ოფიციალური საგარეო პოლიტიკა, ეს ანტიქართველები საქართველოში ანტიამერიკულ განცხადებებს ერთიმეორეზე მიყოლებით აკეთებენ - ლანძღავენ აშშ-ის პრეზიდენტს, მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, არ იშურებენ უშვერ სიტყვებს და ავლენენ საკუთარი თავს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში