საერთაშორისო გამოცემები - Central Banking და CFI ნათია თურნავას სებ-ის პრეზიდენტად დანიშვნას ეხმაურებიან

საერთაშორისო საბანკო და ფინანსური გამოცემები - Central Banking და CFI საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად, ნათია თურნავა დანიშვნას ეხმაურებიან.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც გამოცემა Central Bank წერს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ნათია თურნავა დანიშნა, რომელიც ბანკის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

ბრიტანული გამოცემა Capital Finance International-ი კი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ნათია თურნავას დანიშვნასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ სებ-ის ახალი პრეზიდენტი წინდახედულ პოლიტიკას გაატარებს და შეინარჩუნებს ფასებისა და ფინანსურ სტაბილურობას.

სტატიაში მიმოხილულია ნათია თურნავას სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე მუშაობის მიღწევები და გამოწვევები. ხაზგასმულია, რომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჯანსაღი მონეტარული პოლიტიკის გასატარებლად, მიღწეულ იქნა ისეთი შედეგები, როგორიცაა დაბალი ინფლაცია, ფინანსური სტაბილურობა და საერთო ეკონომიკური ზრდა.

ნათია თურნავას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ყოფნის პერიოდში საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ - ლარმა სტაბილურობა შეინარჩუნა, ეს კი განსაკუთრებით რთული ამოცანაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმს იყენებს“, - აღნიშნულია სტატიაში.

როგორც CFI-წერს, ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას ისეთ გადამწყვეტ მომენტში იკავებს, როცა საქართველო გლობალურ ეკონომიკურ და ფინანსურ ცვალებადობასთან გამკლავებას ცდილობს.

„ცენტრალური ბანკის უნარი, აღადგინოს ინვესტორთა ნდობა, გადამწყვეტი იქნება გრძელვადიანი ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველსაყოფად“, - წერია პუბლიკაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება