საერთაშორისო გამოცემები - Central Banking და CFI ნათია თურნავას სებ-ის პრეზიდენტად დანიშვნას ეხმაურებიან

საერთაშორისო საბანკო და ფინანსური გამოცემები - Central Banking და CFI საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად, ნათია თურნავას დანიშვნას ეხმაურებიან.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც გამოცემა Central Bank წერს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ნათია თურნავა დანიშნა, რომელიც ბანკის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

ბრიტანული გამოცემა Capital Finance International-ი კი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ნათია თურნავას დანიშვნასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ სებ-ის ახალი პრეზიდენტი წინდახედულ პოლიტიკას გაატარებს და შეინარჩუნებს ფასებისა და ფინანსურ სტაბილურობას.

სტატიაში მიმოხილულია ნათია თურნავას სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე მუშაობის მიღწევები და გამოწვევები. ხაზგასმულია, რომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჯანსაღი მონეტარული პოლიტიკის გასატარებლად, მიღწეულ იქნა ისეთი შედეგები, როგორიცაა დაბალი ინფლაცია, ფინანსური სტაბილურობა და საერთო ეკონომიკური ზრდა.

„ნათია თურნავას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ყოფნის პერიოდში საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ - ლარმა სტაბილურობა შეინარჩუნა, ეს კი განსაკუთრებით რთული ამოცანაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმს იყენებს“, - აღნიშნულია სტატიაში.

როგორც CFI-წერს, ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას ისეთ გადამწყვეტ მომენტში იკავებს, როცა საქართველო გლობალურ ეკონომიკურ და ფინანსურ ცვალებადობასთან გამკლავებას ცდილობს.

„ცენტრალური ბანკის უნარი, აღადგინოს ინვესტორთა ნდობა, გადამწყვეტი იქნება გრძელვადიანი ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველსაყოფად“, - წერია პუბლიკაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს