ლევან მახაშვილი ეუთო-ს მომხსენებელს - სანამ სიტყვებს: „პოლიტიკური რეპრესიები“ გამოიყენებთ, გაითვალისწინეთ, რომ ადამიანები პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ

სანამ სიტყვებს „პოლიტიკური რეპრესიები“ გამოიყენებთ, გაითვალისწინეთ, რომ საუბარია 29 ადამიანზე, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის დევნა დაწყებულია იმის გამო, რომ პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ და თავს ესხმოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს - თითოეულ მათგანზე არის კონკრეტული ვიდეომტკიცებულებები, - ასე გამოეხმაურა ეუთოში საპარლამენტო დელეგაციის წევრი ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელს კარინა ოდებრინკს, რომელმაც ეუთოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის სხდომაზე საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების მკვეთრ ზრდაზე ისაუბრა.

მახაშვილმა ოდებრინკს მიმართა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის თანამშრომლობისთვის და ვიდეო მტკიცებულებების გაზიარებისთვის.

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეუთოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტზე განცხადება საარჩევნო გარემოსა და ახალ საარჩევნო ტექნოლოგიებზე გააკეთა.

“ახალმა ტექნოლოგიებმა და სოციალურმა მედიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი საარჩევნო გარემო. დღეს ისინი წარმოადგენს როგორც შესაძლებლობას დემოკრატიული პროგრესისთვის, ისე გამოწვევას საარჩევნო პროცესებისთვის.

საქართველოში, პირველად ჩვენს ისტორიაში, გამოვიყენეთ SmartMatic-ის ელექტრონული აპარატები ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის, ხმის მიცემის, დათვლისა და საარჩევნო ოქმების შეჯამებისთვის - რაც ამომრჩევლების 90%-ზე მეტს მოიცავდა. ამ მნიშვნელოვანმა ინიციატივამ არსებითად შეამცირა ადამიანური შეცდომები და პრაქტიკულად აღმოფხვრა რამე სერიოზული საარჩევნო დარღვევები. საერთო ჯამში, აღნიშნულმა ხელი შეუწყო საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას საარჩევნო სისტემის მიმართ. ასე რომ, ახალი ტექნოლოგიების არ უნდა შეგვეშინდეს.

თუმცა, ტექნოლოგიის შესაძლებლობა, რომ გაზარდოს საზოგადოებრივი ნდობა, რისკებსაც შეიცავს, როდესაც მას ადამიანები ბოროტად იყენებენ. მაგალითად, 2024 წელს, საქართველოში ვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე არჩევნების დისკრედიტაცია და პოლიტიკური პროცესების დესტაბილიზაცია ოპოზიციური ჯგუფების და მათთან დაკავშირებული უცხოური აქტორების მიერ კოორდინირებული დეზინფორმაციისა და სიცრუის კამპანიების მეშვეობით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ახალი ტექნოლოგიების და მედიის მხრიდან დემოკრატიული პროცესის მდგრადობისა და საარჩევნო მთლიანობის გასამტკიცებლად, აუცილებელია, რომ მათი გამოყენება ხდებოდეს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სტანდარტების უპირობო დაცვით.

მიმდინარე საგაზაფხულო პლენარულ სესიაზე საქართველო ორივე მიმართულებით აქტიურად იმუშავებს, რათა გააუმჯობესოს როგორც პოლიტიკური ჩარჩო, ისე მისი პრაქტიკული განხორციელება საზოგადოებრივ და მედიის სფეროებში.

მოხარული ვიქნებით, ვითანამშრომლოთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დაინტერესებულ წევრებთან, რათა შევისწავლოთ ამ მიმართულებებით თქვენი საუკეთესო გამოცდილება.

ბოლოს, მინდა გამოვეხმაურო კომიტეტის ანგარიშის რაპორტიორს, ქალბატონ ოდებრინკს. სანამ სიტყვებს “პოლიტიკური რეპრესიები” გამოიყენებთ, გაითვალისწინეთ, რომ საუბარია 29 ადამიანზე, რომელთა მიმართაც არის სისხლის სამართლის დევნა დაწყებული, რადგან მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ პოლიციელებს და თავს ესხმოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და თითოეულ მათგანზე არის კონკრეტული ვიდეო მტკიცებულებები. საქართველოს ხელისუფლება მზად არის თქვენთან და თქვენს გუნდთან თანამშრომლობისთვის და ამ ვიდეო მტკიცებულებების გაზიარებისთვის თქვენი ანგარიშის წერის პროცესში“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს