ირაკლი ქადაგიშვილი - გახარია ისეთი ადამიანია, ვისგანაც ვერ გაიგებ კონკრეტიკას - როდესაც ის პრემიერობიდან გადადგა, წინა დღეს დეპუტატებს გვიმტკიცებდა, თქვენგან ნაბიჯი უკან არ დავინახოო - მეორე დღეს გადადგა

გახარია ისეთი ადამიანია, რომლისგანაც ვერ გაიგებ კონკრეტიკას რა და როგორ უნდა. როდესაც ის პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა, წინა დღეს დეპუტატებს გვიმტკიცებდა, რომ თქვენგან ნაბიჯი უკან არ დავინახოო - მეორე დღეს გადადგა, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც პარტია “გახარია საქართველოსთვის” მხრიდან საპარლამენტო მანდატების დატოვებას შეეხებოდა.

მისი თქმით, საზოგადოება გიორგი გახარიას ნაბიჯებში კონკრეტიკას ვერასდროს დაინახავს.

„გახარია ისეთი ადამიანია, რომლისგანაც ვერ გაიგებ კონკრეტიკას რა და როგორ უნდა. როდესაც ის პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა, წინა დღეს დეპუტატებს გვიმტკიცებდა, რომ თქვენგან ნაბიჯი უკან არ დავინახოო. მეორე დღეს გადადგა. ამიტომ, ასეთი ადამიანის ქცევის პროგნოზირება ჩემთვის გასაგებია, მაგრამ საზოგადოება მის ნაბიჯებში კონკრეტიკას ვერასდროს დაინახავს”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე - რას ნიშნავს ამომრჩევლისთვის გიორგი გახარიას პარტიის მიერ ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღება?- ქადაგიშვილმა უპასუხა, რომ ეს გიორგი გახარიას და იმ პარტიების მხრიდან, ვინც ბარიერი გადალახა, მაგრამ პარლამენტში არ შემოვიდნენ, საკუთარი ამომრჩევლის უგულებელყოფა, უპატივცემულობა და არაფრად ჩაგდებაა.

„ეს არის ის, რასაც ამ შემთხვევაში აკეთებს გახარიაც. სანამ ამის გაკეთების საშუალებას მას კანონი აძლევს, გააკეთებს. თუ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე ის არ შემოვა პარლამენტში, მაშინ უკვე რეგლამენტის მიხედვით მათი მანდატები გაუქმდება”, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს