ლევან მახაშვილი - „ცხელმა თავებმა“ ყველა სახის იარლიყი მოგვაწებეს, სინამდვილეში, ერთადერთი, რასაც ვაკეთებდით, იყო ქვეყნის გადარჩენა - უკრაინაში რუსეთის ომის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები კი ადასტურებს, რომ საქართველომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო

საქართველოს და ამ დარბაზში მყოფი ბევრი პატარა სახელმწიფოსთვის, მიმდინარე გეოპოლიტიკურ გარდაქმნებში შემდგომი ნაბიჯების სწორად განსაზღვრა სიფრთხილეს და ერთიანობას მოითხოვს. ამ რთული პერიოდის გადალახვა მხოლოდ ერთმანეთის მხარდაჭერით შეგვიძლია და არა ერთმანეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებში უკანონო საგარეო ჩარევითა და დეზინფორმაციით ერთმანეთისთვის ძირის გამოთხრით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მახაშვილის თქმით, საქართველომ გააცნობიერა, რომ უმწვავესი გეოპოლიტიკური მიწისძვრებისგან გადარჩენის ერთადერთი გზა პრაგმატულად მოქმედება იყო და ერთადერთი, რასაც ბოლო წლების მანძილზე ხელისუფლება ცდილობდა, ქვეყნის გადარჩენა იყო.

მისივე განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ომის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები ადასტურებს, რომ საქართველომ, ბოლო სამი წლის განმავლობაში, სწორი გადაწყვეტილებები მიიღო.

„1990-იანი წლებსა და 2008 წელს რუსეთთან ჩვენი სამი ომის გამოცდილების, ასევე, რუსეთის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის გათვალისწინებით, გავაცნობიერეთ, რომ ამ უმწვავესი გეოპოლიტიკური მიწისძვრებისგან გადარჩენის ერთადერთი გზა იყო ემოციების გვერდზე გადადება და პრაგმატულად მოქმედება.

მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ჩვენი სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველომ მიიღო რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებები – გადაწყვეტილებები, რომლებიც ეფუძნებოდა საფრთხეების მასშტაბების რეალისტურ ანალიზს.

მიუხედავად იმისა, რომ „ცხელმა თავებმა“ ყველა სახის იარლიყი მოგვაწებეს, სინამდვილეში, ერთადერთი, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, იყო ქვეყნის გადარჩენა. უკრაინაში რუსეთის ომის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები კი მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს – საქართველომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო.

საქართველოს და ამ დარბაზში მყოფი ბევრი პატარა სახელმწიფოსთვის, მიმდინარე გეოპოლიტიკურ გარდაქმნებში შემდგომი ნაბიჯების სწორად განსაზღვრა სიფრთხილეს და ერთიანობას მოითხოვს. ამ რთული პერიოდის გადალახვა მხოლოდ ერთმანეთის მხარდაჭერით შეგვიძლია, და არა ერთმანეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებში უკანონო საგარეო ჩარევითა და დეზინფორმაციით ერთმანეთისთვის ძირის გამოთხრით. მხოლოდ სოლიდარობით და ერთმანეთის დემოკრატიული კულტურისა და პროცესების პატივისცემით შევძლებთ ჩვენი საზოგადოებების დაცვას უცხოური ჩარევებით გამოწვეული დესტაბილიზაციისგან“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია