სალომე ზურაბიშვილი - ქართველ ხალხს სურს ახალი არჩევნები, ევროპული მომავლის გზაზე დაბრუნება და არა რუსეთის მიმართულებით წასვლა, რომლისკენაც მათ მხოლოდ ერთი ოლიგარქი მიუძღვით

მე ვარ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი. ასე მიმიჩნევს ქართველი ხალხი, - ამის შესახებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა One Decision-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ის, რაც ჩემთვის შეიცვალა, არის, რომ აღარ დავდივარ ყოველ დღე პრეზიდენტის სასახლეში და არ ვფიქრობ, რომ ამას რამე მნიშვნელობა აქვს. კედლები არ ქმნიან ლეგიტიმაციას, ლეგიტიმაციას ქმნის ხალხი, რომელსაც მე ყოველ დღე ქუჩებში ვხვდები. ვხვდები პოლიტიკურ პარტიებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, მედიას. ვცდილობ, ვაკეთო ის, რასაც მანამდე ვაკეთებდი. პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას რეალური აღმასრულებელი ძალაუფლება არ მქონდა. ჩემი ძალაუფლება დღეს იგივეა, მაგრამ უფრო ძლიერი”, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში არჩევნები რუსული მეთოდოლოგიით გააყალბეს და რომ მესამე თვეა ქართველი ხალხი, რომელიც საკუთარ ევროპულ მომავალს იცავს, საპროტესტო აქციებს აგრძელებს.

„ხალხი ქუჩაში აგრძელებს პროტესტს. ჩვენ ვართ ღრმა კრიზისში და როდესაც ღრმა კრიზისში ხარ, ერთადერთი გამოსავალია, დაბრუნდე ხალხთან და ჰკითხო, რა სურთ რეალურად. შემიძლია გითხრათ, რომ ის, რაც ქართველ ხალხს სურს, არის ახალი არჩევნები, ევროპული მომავლის გზაზე დაბრუნება, თავიანთი ხმების უკან დაბრუნება, რათა დაიბრუნონ მომავალი და არ წავიდნენ რუსეთის მიმართულებით, მიმართულებით, რომლისკენაც მათ მხოლოდ ერთი ოლიგარქი მიუძღვით“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი