სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ სამოქალაქო აქტივისტმა, დოდი ხარხელმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრაზე მთავარი სასაუბრო თემა 25 თებერვალს დაგეგმილი აქცია იქნება.

„ეს არ არის პირველი შეხვედრა პრეზიდენტთან. მის ირგვლივ შეიკრა აქტივისტთა ჯგუფი, რომელიც ცდილობს, რომ კომუნიკაცია გვქონდეს მასთან და ერთმანეთთან. დღეს, პირველ რიგში, შეხვედრის ძირითადი თემა 25 თებერვლის აქციაა, რომელიც უნდა იყოს ერთ-ერთი დიდი აქცია. ის თავის მხრივ, მოიცავს ბიზნესის გაფიცვას, შემდეგ კი ექვს მარშს, რომელიც ერთდროულად ერთდება გმირთა მოედანზე“,- განაცხადა დოდი ხარხელმა.

სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი წარმომადგენლის, თათია მექვაბიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არის „პრეზიდენტი, რომელიც ამ ბრძოლაში ჩვენთან ერთად დგას“.

„საზოგადოება უკვე მესამე თვეა ვდგავართ ქუჩაში და ვაპროტესტებთ და ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ვითხოვთ რეჟიმის ყველა პატიმრის, ყველა სინდისის პატიმრის განთავისუფლებას, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი გამოსავალი. სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი, რომელიც ამ ბრძოლაში ჩვენთან ერთად დგას. ის არის ჩვენი საზოგადოების სახე. ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა საკითხს მასთან, რადგან ახლა ხალხის ერთად დგომა მნიშვნელოვანია. მინდა, გავაჟღერო ჩვენი ემიგრანტების სათქმელი, რომლებიც ჩვენთან ერთად თავდაუხრელად იბრძვიან იმისთვის, რომ დავიმსახუროთ და გავხდეთ ევროპის თანამეგობრობის წევრი. ისინი აწყობენ აქციას, მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, იბრძვიან ჩვენთან ერთად. ზუსტად ვიცით, რომ ჩვენი ეს ბრძოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. არ შეიძლება რეჟიმი ხალხთან იყოს გამარჯვებული. ძალა არის ხალხში და აუცილებლად გავიმარჯვებთ“,- განაცხადა თათია მექვაბიშვილმა.

სტუდენტ, აჩი გოჩიტაშვილის განცხადებით კი, სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმური წყარო, რომელსაც საზოგადოება მიყვება და მის ნებისმიერ მოწოდებას გაჰყვება ხალხი.

„ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება 25 თებერვალს ყველა რუსთაველზეო. დიდი ალბათობით, მეტი მობილიზაციისთვის, მეტი კოორდინაციისთვის და უფრო დიდი მუხტისთვის გვიბარებს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გაგვაცნოს, დაგვისახოს გეგმა, რაც გამოგვიყვანს დიქტატურიდან და ამ რეჟიმს დაასრულებს.

სალომე ზურაბიშვილის დღეს არის ერთადერთი ლეგიტიმური წყარო პოლიტიკაში, მისი ენერგია და მოწოდება ხალხისთვის უფრო მეტად გასაგებია, ის არის ერთადერთი წყარო, რომელსაც საზოგადოება მიყვება“, - განაცხადა აჩი გოჩიტაშვილმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა მანამდე შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია