ხათუნა ლაგაზიძე - ეპოქალური ძვრების წინაშეა მსოფლიო - ცხადია, არსებული მსოფლიო წესრიგი დასრულდა, რომელიც ეფუძნებოდა აშშ-ის როლს, როგორც დემოკრატიის საყრდენის და როგორც პროგნოზირებადი და სანდო პარტნიორის

აშშ ვეღარ იქნება პროგნოზირებადი პარტნიორი მომავალი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. ვინც არ უნდა შეცვალოს პრეზიდენტი ტრამპი, მას ძალიან გაუჭირდება აღიდგინოს ეს იმიჯი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ პოლიტიკის ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, მსოფლიო წესრიგი, რომელიც აშშ-ის როლს, როგორც დემოკრატიის საყრდენს და სანდო და პროგნოზირებად პარტნიორს ემყარებოდა, დაინგრა.

„ეპოქალური ძვრების წინაშეა მსოფლიო. ცხადია, რომ არსებული მსოფლიო წესრიგი დასრულდა, რომელიც ეფუძნებოდა აშშ-ის როლს, როგორც პირველ რიგში დემოკრატიის საყრდენის და მეორე რიგში, როგორც პროგნოზირებადი და სანდო პარტნიორის. მე ვფიქრობ, პროგნოზირებადობა აქ გადამწყვეტი იყო. როცა პარტნიორს ირჩევ, თუ შენ ეს პარტნიორი გინდა იმისათვის, რომ უსაფრთხოება უზრუნველყოს, შესაბამისად ის უნდა იყოს პროგნოზირებადი მინიმუმ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. ეს დაანგრია ამერიკამ, ის ვეღარ იქნება პროგნოზირებადი მომავალი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. ვინც არ უნდა შეცვალოს პრეზიდენტი ტრამპი, მას ძალიან გაუჭირდება აღიდგინოს პროგნოზირებადი პარტნიორის იმიჯი. ამიტომაც ამერიკის პარტნიორი ქვეყნები დაიწყებენ იმაზე ფიქრს, რომ მათ სჭირდებათ უფრო სტაბილური, პროგნოზირებადი პარტნიორები, რომლებიც გახდებიან მათი უსაფრთხოების საყრდენი“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, საქართველოს სჭირდება სტრატეგიის გადააზრება, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უკვე მულტიპოლარული უნდა იყოს.

„ჯერჯერობით ყველაფერი დუღილის პროცესშია. ჩვენთვის მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება ჩვენი სტრატეგიის გადააზრება, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უკვე მულტიპოლარული უნდა იყოს. ძალიან საინტერესო იქნება, თუ ამ ყველაფრის შემდეგ ჩამოყალიბდება ევროპის, ბრიტანეთთან ერთად, უკრაინის და თურქეთის საერთო სამხედრო კოალიცია და საქართველოც ამ კოალიციის წევრად იქნება მოაზრებული. ჩვენ ახლა ვართ გადარჩენის რეჟიმში, საქართველოს სახელმწიფოსა და მოქალაქეების გადარჩენის რეჟიმში", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია