მედია - 24 თებერვალს ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დიდ პაკეტს წარადგენს

24 თებერვალს ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დიდ პაკეტს წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა” ბრიუსელის დიპლომატიური წრეებიდან ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, 24 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი გააჟღერებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დიდი პაკეტის წინადადებას, რომელიც „მოიცავს უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და მათთვის საჭირო რაკეტებს”.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, კონკრეტული თანხები 24 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ დადგინდება, მაგრამ საუბარია მილიარდობით ევროზე.

„არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ უნგრეთმა უარი განაცხადოს უკრაინის სამხედრო დახმარების პროექტზე. ასევე შეიძლება სლოვაკეთიც მოიქცეს, თუმცა ბოლო დროს, ელჩების დონეზე შეხვედრებზე, სლოვაკები „სტრატეგიულ სიჩუმეს“ ინარჩუნებენ. ასევე არის ნეიტრალური ქვეყნები, როგორებიცაა ავსტრია და ირლანდია, რომლებმაც შეიძლება თავი შეიკავონ მონაწილეობისგან“, - განაცხადა წყარომ.

მან აღნიშნა, რომ მსგავს შემთხვევაში უკრაინის დახმარების პაკეტი შეიქმნება არა „ევროკავშირის ქოლგის“ ქვეშ, არამედ როგორც „მსურველთა კოალიცია”, ერთიანი ფონდი, რომელშიც ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყანა შეძლებს სახსრებისა ან შეიარაღების ფორმით ნებაყოფლობითი წვლილის შეტანას.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა