სალომე ზურაბიშვილი - უსამართლობა საქართველოში: მშვიდობიან დემონსტრანტებს 300 000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმები დაეკისრათ მაშინ, როდესაც ივანიშვილმა თავისი ნახატების კოლექცია ჩამოიტანა საბაჟო გადასახადების გარეშე

სოფიაში ანტი-ევროპელმა დემონსტრანტებმა ევროკავშირის ოფისის შტურმი სცადეს, საქართველოში 86-ე დღეა მშვიდობიანი დემონსტრანტები ევროკავშირის დროშებით დადიან, რათა მოითხოვონ ახალი არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„უსამართლობა საქართველოში: მშვიდობიან დემონსტრანტებს 300,000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმები დაეკისრათ ერთ დღეში. 18 მილიონი პროტესტის დაწყებიდან მაშინ, როდესაც “ოფშორების კანონისა“ და სანქციებისთვის გვერდის ავლის წყალობით ივანიშვილმა თავისი 1/2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ნახატების კოლექცია ჩამოიტანა საქართველოში საბაჟო გადასახადების გარეშე…

სოფიაში ანტი-ევროპელმა დემონსტრანტებმა ევროკავშირის ოფისის შტურმი სცადეს, საქართველოში 86-ე დღეა მშვიდობიანი დემონსტრანტები ევროკავშირის დროშებით დადიან, რათა მოითხოვონ ახალი არჩევნები და გადაარჩინონ თავიანთი თავისუფალი და ევროპული მომავალი!” - წერს ზურაბიშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია