გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება

გერმანიაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე (თბილისის დროით, 11:00 საათზე) გაიხსნება და 18:00 საათზე (თბილისის დროით, 21:00 საათზე) დაიხურება. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში კონსერვატიული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) 30%-იანი მხარდაჭერით ლიდერობს და შესაბამისად, არჩევნებში პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, მისი ლიდერი, ფრიდრიხ მერცი ქვეყნის კანცლერი გახდება.

წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგად, მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD), რომელსაც 20%-იანი მხარდაჭერა აქვს. მესამეზე კი - ამჟამინდელი კანცლერის, ოლაფ შოლცის პარტია, „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია.

ამასთან, იმ შემთხვევაშიც თუ მერცის „ქრისტიან-დემოკრატები“ არჩევნებში გაიმარჯვებენ, მთავრობის ფორმირებისთვის მათ ალიანსის დამყარება სულ მცირე ერთ პარტიასთან მოუწევთ.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაახლოებით 59,2 მილიონ გერმანელს აქვს. ეგზიტპოლების შედეგები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდება. მოგვიანებით კი, წინასწარი შედეგებიც გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც გასული წლის ნოემბერში ოლაფ შოლცის 3-პარტიანი მმართველი კოალიცია დაიშალა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე