ირაკლი კობახიძე - უკრაინაში ომის არიდება შეიძლებოდა, თუმცა „დიფ სთეითმა“ გააკეთა ყველაფერი, რომ სამხედრო აგრესია შემდგარიყო

უკრაინაში ომის არიდება თავისუფლად შეიძლებოდა, თუმცა „დიფ სთეითმა“ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ეს სამხედრო აგრესია შემდგარიყო, რაც არის უდიდესი დანაშაული არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის წინაშე, არამედ, მთლიანად კაცობრიობის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ეს არის უმძიმესი ომი, რომელსაც უამრავი ადამიანი შეეწირა.

„ომის თავიდან არიდება უკრაინაში იყო თავისუფლად შესაძლებელი. გახსოვთ ჩვენი განცხადებები, რომელიც კეთდებოდა 2022 წლის დასაწყისში. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ აბსოლუტურად ყველა ძალას უნდა გაეკეთებინა ყველაფერი იმისათვის, რომ არ შემდგარიყო ომი უკრაინაში, თუმცა, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების საკითხი. იყო პირველ რიგში "დიფ სთეითი", რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ უკრაინაში ომი დაწყებულიყო. იყო სხვადასხვა ინტერესები ამასთან დაკავშირებით. ომის თავიდან არიდებაზე მაქვს საუბარი და არა სამხედრო აგრესიაზე. სამხედრო აგრესია განახორციელა რუსეთის ფედერაციამ, მაგრამ ამ ომის არიდება თავისუფლად შეიძლებოდა, თუმცა "დიფ სთეითმა" გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ეს სამხედრო აგრესია შემდგარიყო, რაც არის უდიდესი დანაშაული არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის წინაშე, არამედ, მთლიანად კაცობრიობის წინაშე. ეს არის უმძიმესი ომი, რომელსაც უამრავი ადამიანი შეეწირა. შეეწირა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ინტერესები თავიდან ბოლომდე. აქედან გამომდინარე, ეს არის უდიდესი დანაშაული, რომელიც "დიფ სთეითმა" ჩაიდინა უკრაინელი ხალხის და კაცობრიობის წინაშე. არ უნდა დაშვებულიყო ეს ომი, თუმცა კონკრეტული ძალები პირიქით, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეს ომი შემდგარიყო", - განაცხადა პრემიერმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა