შალვა პაპუაშვილი - ნაცვლად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ცრუ ნარატივების გავრცელებისა და მსჯელობისა, იმ საკითხით დაკავდნენ, რომელიც მათი საფიქრალია - უკრაინელი ხალხის წინაშე ევროკავშირის ყველა დედაქალაქი არის ვალში

ვფიქრობ, დღეს ბრიუსელს უფრო მეტი საფიქრალი უნდა ჰქონდეს, ვიდრე იმ ცრუ ნარატივებზე მსჯელობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეროვნულ ინტერესებზე მაღლა არაფერი უნდა დადგეს, რადგან საქმე საქმეზე რომ მიდგება და დაგჭირდება, აღმოჩნდება, რომ პარტნიორებს სოციალურ ქსელში დაწერილი „პოსტის“ გარდა, სხვა არაფერი აქვთ.

„ვხედავთ, რა ხდება უკრაინაში. ვხედავთ, როგორი უსუსური აღმოჩნდნენ ის მთავრობები, რომელიც აქამდე აქეზებდნენ უკრაინას, ეტყოდნენ: „ბოლომდე თქვენთან ერთად ვართო“ და როგორ ბოლომდე არიან, ხომ გამოჩნდა ახლა?! ამიტომ, ერთ რამეს ვისურვებდი, ნაცვლად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ცრუ ნარატივების გავრცელებისა და ამაზე მსჯელობისა, დემოკრატიის და ხალხის ნების უარყოფისა, იმ საკითხით დაკავდნენ, რომელიც სინამდვილეში, ზუსტად მათი საფიქრალი არის. უკრაინელი ხალხის წინაშე ევროკავშირის ყველა დედაქალაქი არის ვალში. ამ ვალს გადახდა უნდა და არა ისე, რომ ახლა დაიმალონ და რაღაც საკითხებზე იმსჯელონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, „საუბარია სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და თავისი ადგილი ვერ უპოვია ევროკავშირის დედაქალაქების წარმომადგენლებს“.

„აღმოჩნდა, რომ ერთადერთი, რაშიც ისინი მაგრები ყოფილან, ეს არის სხვისი წაქეზება ქმედებებზე და საქმე საქმეზე რომ მიდგება, აღმოჩნდა, რომ ზურგის გამაგრება არ შეუძლიათ. შეგახსენებთ, იგივე ხალხი ჩვენც გვაქეზებდა, რომ რუსეთთან ესკალაციაზე წავსულიყავით. ეს ხდებოდა დახურულ კარს მიღმა და მოწოდებებით და შემდეგ, ეს ყველაფერი ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც აისახა. საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, რა გვექნებოდა, „ტვიტზე“ განცხადება, როგორც ეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესმა წარმომადგენელმა გააკეთა?“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორედ ამას უხსნიდნენ ისინი პარტნიორებს, რომ „მეტი პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდნენ ამ საკითხს“.

„ის ხალხი ან აღარ არის თანამდებობაზე, ან თბილი ოთახიდან აკვირდება ამ მოვლენებს. აღმოჩნდა, რომ ერთადერთი, რაც შეუძლიათ, კვლავ სოციალური ქსელით გაამხნეონ ესა თუ ის საზოგადოება თუ ხელისუფლება. ვფიქრობ, ამან ჩვენი საზოგადოების ყველა წევრი უნდა დააფიქროს, რომ არაფერი არ უნდა დააყენო შენს ეროვნულ ინტერესზე მაღლა. არავის ინტერესი, არავის ტკბილი სიტყვა, არავის თხოვნა-მუდარა არ არის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა; არ უნდა დადგეს იმიტომ, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება და ვიღაცის ანგარიშის გაწევისთვის რაღაცას გააკეთებ, როცა დაგჭირდება, აღმოჩნდება, რომ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გარდა, სხვა არაფერი აქვთ. როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი სესხი იყო. დახმარება, ტაშის კვრა და წითელი ხალიჩები, ამ ყველაფრის დიდი ნაწილი სესხი იყო, რომლის გადახდა ახლა ომგამოვლილ ხალხს მოუწევს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს