შალვა პაპუაშვილი - რაც სამშობლოს ღალატია, უნდა ერქვას „სამშობლოს ღალატი“ და სხვადასხვა მუხლის სხვადასხვა ტერმინოლოგიაში არ იყოს გაბნეული

მნიშვნელოვანია, რომ იმას, რაც სამშობლოს ღალატია, ამას სამშობლოს ღალატი ერქვას და სხვადასხვა მუხლის სხვადასხვა ტერმინოლოგიაში არ იყოს გაბნეული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან „სამშობლოს ღალატის“ მუხლთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ ცვლილების მთელი არსი ზუსტად ეს არის, რომ დანაშაულებს, რომელიც თავისი შინაარსით სამშობლოს ღალატს გულისხმობს, სამშობლოს ღალატი ერქვას

„არის ძველი რომაული გამონათქვამი „სახელწოდება ბევრ რამეს განაპირობებს“. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ იმას, რაც სამშობლოს ღალატია, სამშობლოს ღალატი ერქვას და სხვადასხვა მუხლის სხვადასხვა ტერმინოლოგიაში არ იყოს გაბნეული. ამ ცვლილების მთელი არსი ზუსტად ეს არის, რომ დანაშაულებს, რომელიც თავისი შინაარსით სამშობლოს ღალატს გულისხმობს, სამშობლოს ღალატი ერქვას. ასე იყო, მაგრამ შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცვალა ეს მდგომარეობა, რადგან მათ არ უნდოდათ, რომ საბოლოოდ, მათი ამგვარი შეფასება მომხდარიყო. ის, რაც სამშობლოს ღალატია, ამას უნდა ერქვას „სამშობლოს ღალატი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსს „სამშობლოს ღალატის“ მუხლი დაემატება.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი