რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით და 267 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 133 დრონი გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა 23 თებერვლის ღამეს უკრაინის რეგიონებს ბალისტიკური რაკეტებით და 267 დრონით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა 138 დრონი ჩამოაგდეს, 119 კი - ლოკაციურად დაიკარგა. ამასთან, სამი დრონი რუსეთის ტერიტორიაზე გაფრინდა, ერთი კი - ბელარუსში.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ ოკუპანტებმა დრონები რუსეთის ორიოლის, ბრიანსკის, კურსკის, შატალოვოს, მილეროვოს, პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან და დროებით ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს.

ამასთან, რუსებმა უკრაინას დროებით ოკუპირებული ყირიმიდან „ისკანდერ-მ/კნ-23“ ტიპის სამი ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს.

უკრაინელებმა დრონები ხარკოვის, პოლტავას, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, რივნეს, ნიკოლაევის, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ჩამოაგდეს.

თავდასხმის შედეგად დნეპროპეტროვსკის, ოდესის, პოლტავას, კიევისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაზარალდა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა