მსოფლიო ლიდერები ფრიდრიხ მერცს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ფრიდრიხ მერცს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის მასთან მუშაობას.

„მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ გააძლიეროს თავდაცვის ხარჯები და თქვენი ლიდერობა იქნება მთავარი”, - წერს რუტე სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ფრიდრიხ მერცს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც Truth Social-ზე წერს, რომ დიდი დღეა გერმანიისთვის.

„როგორც ჩანს, გერმანიაში კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. აშშ-ის მსგავსად, გერმანიის მოსახლეობაც დაიღალა დღის წესრიგში საღი აზრის არ არსებობით, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და მიგრაციის საკითხებზე. დიდი დღეა გერმანიისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯენტლმენი, სახელად დონალდ ტრამპი. გილოცავთ ყველას - კიდევ ბევრი გამარჯვება“, - წერს ტრამპი.

მერცს მისი პარტიის არჩევნებში გამარჯვებას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც ულოცავს და აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის ერთად მუშაობას „ძლიერი და სუვერენული ევროპისთვის“.

”ამ გაურკვევლობის პერიოდში, ჩვენ გაერთიანებულნი ვართ მსოფლიოსა და ჩვენი კონტინენტის დიდი გამოწვევების წინაშე,” - წერს მაკრონი X-ზე.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, მოუთმენლად ელის გერმანიის ახალ მთავრობასთან მუშაობას.

„მოუთმენლად ველი ახალ მთავრობასთან მუშაობას, რათა გავაღრმაოთ ჩვენი ისედაც ძლიერი ურთიერთობა, გავაძლიეროთ ჩვენი ერთობლივი უსაფრთხოება და მივაღწიოთ ზრდას ჩვენი ქვეყნებისთვის“, - წერს სტარმერი X-ზე.

ფრიდრიხ მერცს ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც.

„მოუთმენლად ველოდებით გერმანიასთან ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას ადამიანების სიცოცხლის დასაცავად, უკრაინის რეალური მშვიდობასთან მისაახლოებლად და ევროპის გასაძლიერებლად. ევროპას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა, თავისი ინდუსტრიების განვითარება და საჭირო შედეგების მიღწევა. ევროპას სჭირდება საერთო წარმატებები და ეს წარმატებები კიდევ უფრო მეტ ერთიანობას მოუტანს ევროპას“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია