ოფიციალური წინასწარი შედეგები - ბუნდესტაგის არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი ლიდერობს

ხმების დათვლის დასრულების შემდეგ ოფიციალური წინასწარი შედეგების მიხედვით, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულმა ბლოკმა - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) 28,6%-ით გაიმარჯვა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ხმების 20,8%-ით, მესამე ადგილზეა მემარცხენე ცენტრისტული „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (SPD) 16,4%-ით, შედეგებით მეოთხეა მემარცხენე ლიბერალური „ალიანსი 90/მწვანეები“ (ხმების 11,6%), მეხუთე ადგილს იკავებს „მემარცხენე პარტია“ (8,8%).

დანარჩენმა პარტიებმა პარლამენტში შესვლისთვის საჭირო 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს