ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ნიკოლოზ ჭკუასელმა და ანდრო სირაძემ, რომლებიც აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ, დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვეს

ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ნიკოლოზ ჭკუასელმა და ანდრო სირაძემ, რომლებიც აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ და რომლებსაც წვრილმან ხულიგნობას ედავებიან, დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვეს.

როგორც დაკავებულების ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაკავებულებმა დიღმის მთავარი სამმართველო წუხელ, 21:30 საათზე, 48-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვეს.

ადვოკატის თქმით, თუ როდის იმსჯელებს სასამართლო მათ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე, ეს ჯერ უცნობია.

ანდრო სირაძე და ნიკოლოზ ჭკუასელი 21 თებერვალს დააკავეს. ისინი საპროტესტო აქციის მონაწილეებს ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს ბასრი საგნითა და ე.წ. ბეისბოლის ბიტით დაესხნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი