ირაკლი ნადირაძე - ყველა ის რეზოლუცია, სადაც რუსეთი იქნება მოხსენიებული აგრესორად, სადაც ეწერება, რომ პუტინმა დაიწყო ეს ომი, უნდა იყოს მხარდაჭერილი

ყველა ის რეზოლუცია, სადაც რუსეთი იქნება მოხსენიებული აგრესორად, სადაც ეწერება, რომ პუტინმა დაიწყო ეს ომი, ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის რეზოლუცია უნდა იყოს მხარდაჭერილი, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში საქართველო უკრაინის დასახმარებლად ბევრად უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო.

„უკრაინა რომ დაცემულიყო, რაც უნდოდა და სურდა პუტინს, ნურავინ გამოვრიცხავდით, რომ შემდგომ შეიძლება საქართველოს ოკუპაცია მომხდარიყო. ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა, სახელმწიფო უნდა ყოფილიყო ბევრად უფრო აქტიური, მათ შორის, უკრაინის დასახმარებლად, იმიტომ, რომ უკრაინელები იცავენ არამარტო საკუთარი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მათ შორის იცავენ ცივილიზებული სამყაროს, ევროკავშირის ქვეყნების, რუსეთის ფედერაციის გარშემო მყოფი ქვეყნების, ისეთი როგორიცაა საქართველო, თავისუფლებასა და სუვერენიტეტს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს როლი ბევრად უფრო დიდი უნდა ყოფილიყო უკრაინის დახმარების საქმეში. ის, რომ დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ გვაქვს, ეს არის სრული კატასტროფა და ალბათ ამაზე ყველა ვთანხმდებით, რომ მინიმუმ იმის გაკეთება შეიძლებოდა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა ყოფილიყო.

ამ ომში ცალსახაა, ყველამ ვიცით, რომ რუსეთი არის აგრესორი. ყველა ის რეზოლუცია, სადაც რუსეთი იქნება მოხსენიებული აგრესორად, სადაც ეწერება, რომ პუტინმა დაიწყო ეს ომი, სადაც ეწერება, რომ პუტინის რუსეთია ის სახელმწიფო, რომელიც ხოცავდა და ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს, ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის რეზოლუცია უნდა იყოს მხარდაჭერილი“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ცნობისთვის, The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გაერო-ს უშიშროების საბჭოზე, ორშაბათს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე, შესაძლოა, კენჭი უყარონ აშშ-ის რეზოლუციის პროექტს, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის სწრაფად დასრულებას ითხოვს - რეზოლუციას ერთადერთი თანასპონსორი ჰყავს - საქართველოს მთავრობა.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს