კახა კალაძე - აშშ-ს პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე შეთანხმება მოხდეს და რა თქმა უნდა, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ამერიკის რეზოლუციას - ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს

სამწუხაროა და ძალიან მძიმეა ის, რაც უკრაინაში მოხდა, მაგრამ ცხადია, რომ ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაეროში დაინიცირებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელიც უკრაინაში ომის სწრაფად დასრულებას ითვალისწინებს.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს შეთანხმება.

„მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მომხდარიყო ამ ომის თავიდან არიდება, რაც რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო. ჩვენ იმიტომ ვართ პოლიტიკაში და იმიტომ გვირჩევს ხალხი, რომ ქვეყანას საფრთხეები ავარიდოთ. სამწუხაროა და ძალიან მძიმე ის, რაც უკრაინაში მოხდა, მაგრამ ცხადია, რომ ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს შეთანხმება და რა თქმა უნდა, ჩვენ მხარი დავუჭირეთ აღნიშნულ რეზოლუციას”, - განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა შეეძლო უკრაინას გაეკეთებინა და რა არ გააკეთა, კალაძემ აღნიშნა, რომ „პოლიტიკაში პოლიტიკოსები იმიტომ არიან, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა საფრთხეები ქვეყანას აარიდონ და ქვეყნის, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ“.

„ჩვენ პოლიტიკოსები რატომ ვართ პოლიტიკაში? - ცხადია, არსებობს გამოწვევები. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არა „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში და ყოფილიყო ნებისმიერი სხვა ამ აგენტურის წარმომადგენლები, საქართველოში იგივე კატასტროფული მდგომარეობა გვექნებოდა, რაც დღეს სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება. შესაბამისად, როდესაც შენ მოქმედებ შენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებით, მით უმეტესს, მაშინ როდესაც ჩვენ ეს უკვე ნანახი გვაქვს, 2008 წლის ომი გამოვლილი გვაქვს და ყველას კარგად გვახსოვს, ქვეყანამ რამხელა უბედურება მიიღო. დღესაც ეს ჭრილობები ვერ მოგვიშუშებია. შესაბამისად, პოლიტიკაში იმიტომ ვართ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა საფრთხეები ავარიდოთ ქვეყანას და ვიმოქმედოთ, პირველ რიგში, ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მისი ინტერესები გატარებული იყოს, ჩვენი ქვეყნის მკვლელობის, გაუბედურების ხარჯზე”, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გაერო-ს უშიშროების საბჭოზე, ორშაბათს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე, შესაძლოა, კენჭი უყარონ აშშ-ის რეზოლუციის პროექტს, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის სწრაფად დასრულებას ითხოვს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის რეზოლუციის კანონპროექტში, რომელიც სამი პუნქტისგან შედგება, ნათქვამია, რომ ის „ითხოვს კონფლიქტის სწრაფ დასრულებას“ და გლოვობს „ადამიანთა ტრაგიკულ დაღუპვას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში“. ამასთან, გამოცემის ცნობით, აშშ-ის რეზოლუციაში არ არის მითითებული, თუ ვინ დაიწყო ომი და არ მოიცავს კონკრეტულ მოთხოვნებს კრემლის მიმართ.

„მას ერთი თანასპონსორი ჰყავს - საქართველოს მთავრობა, რომლის კავშირები მოსკოვთან ბოლო დროს დათბა“, - წერს The Wall Street Journal-ი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს