რა უნდა იცოდეთ, თუ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა გადაწყვიტეთ

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა რეგიონში უნიკალურია. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით შემუშავდა.

საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების პროგრამა ამზადებს პროფესიონალებს, რომელთაც ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების, დაზვერვის, კიბერუსაფრთხოებისა და სხვა მომიჯნავე მიმართულებების გარშემო სისტემური ცოდნა აქვთ და თანამედროვე ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს კარგად ფლობენ. პროგრამის სასწავლო კომპონენტებია: უსაფრთხოების გამოწვევები, საფრთხეები და თანამედროვე ტექნოლოგიები, კიბერუსაფრთხოება, დაზვერვა ომსა და მშვიდობაში, საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკა, ეკონომიკური უსაფრთხოება, გეოპოლიტიკა, დაზვერვის როლი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემაში, ღია წყაროების ტექნოლოგიები და მონაცემთა ანალიზი, ეროვნული უსაფრთხოების ფორმირების პრინციპები და სხვა.

აქვე გაგაცნობთ 5 საკითხს, რომელიც აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის შესახებ უნდა იცოდეთ:

  • სამაგისტრო პროგრამა სასწავლო კომპონენტთან ერთად მოიცავს პრაქტიკულ და სამეცნიერო-კვლევით აქტივობებს, შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით და სრულად პასუხობს უსაფრთხოების სექტორის მოთხოვნებს;
  • პროგრამის ფარგლებში დიდი დრო ეთმობა ტექნოლოგიების კომპონენტს, რაც დღეს უსაფრთხოების მიმართულებით შრომით ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია;
  • BTU-ს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მეორე აკადემიური წელი იტალიაში, ტუშას უნივერსიტეტში გაატარონ და ერთდროულად ორი უნივერსიტეტის დიპლომი მოიპოვონ.
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრთან ერთად პროგრამის ადგილობრივ პარტნიორებსა და დამსაქმებლებს შორის არის: საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, კიბერუსაფრთხოების ბიურო, საქართველოს ეროვნული ბანკი, ციფრული მმართველობის სააგენტო და სხვა;
  • სამაგისტრო პროგრამას მიღებული აქვს მაღალი რანგის საერთაშორისო გამოხმაურება საერთაშორისო ექსპერტების და აკადემიური წრეების მხრიდან: გენერალი ჯოვანი მარიცა (იტალია), პროფესორი აზარ გატი (თელ ავივის უნივერსიტეტი, ისრაელი), დოქტორი ტალ პაველი (კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ისრაელი) და სხვა.

პროგრამის ღირებულება 2250 ლარია, ჩაბარება კი ერთიანი სამაგისტრო გამოცდების საშუალებით ხდება.

პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ დაინტერესების ფორმა.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის