ირაკლი კობახიძე - 20 წლის განმავლობაში პირველად, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში წარმოდგენილი არ არის - ქართულ საზოგადოებას ეს დაპირება მივეცით, დაპირება დიდწილად შესრულდა და მის შესრულებას განვაგრძობთ!

გასული 20 წლის განმავლობაში პირველად, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი არ არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყნის დემოკრატიული სისტემა შეუფერხებლად განვითარდეს - ჩვენ ქართულ საზოგადოებას ეს დაპირება მივეცით, დაპირება დიდწილად შესრულდა და მის შესრულებას განვაგრძობთ! - ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისი თქმით, პოლიტიკური ოპონენტები ქვეყნის განვითარების საპირისპირო მიმართულებით წარმართვას ცდილობენ, „თუმცა მათ გეგმებს განხორციელება არ უწერია“.

„ოპოზიციის რადიკალური ნაწილი თავიდან ბოლომდე არის რთულ მდგომარეობაში.

გასული 20 წლის განმავლობაში პირველად, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი არ არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყნის დემოკრატიული სისტემა შეუფერხებლად განვითარდეს. ჩვენ ქართულ საზოგადოებას ეს დაპირება მივეცით, დაპირება დიდწილად შესრულდა და მის შესრულებას განვაგრძობთ!

საქართველოს დემოკრატიული სისტემა რადიკალიზმის გარეშე ბევრად უფრო სწრაფად განვითარდება. ასეთ პირობებში ბევრად ნაკლები შეფერხება ექნება ჩვენს დემოკრატიულ წინსვლას და ყველა მიმართულებით განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო