საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა

24 თებერვლიდან, მონტენეგროში სტარტს აიღებს მსოფლიოს პირველობა 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.

ჭადრაკის ფედერაციის ცნობით, საქართველოს ღირსებას ჩემპიონატზე დაიცავენ ევროპის და მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულები და პრიზიორები: ანასტასია კირთაძე, კესარია მგელაძე და ლუკა კილაძე, საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი აკაკი ყალიჩავა.

ჩემპიონატზე მსოფლიოს 65 ქვეყნის 263 მოჭადრაკე იასპარეზებს.

ჩვენი ახალგაზრდა მოჭადრაკეები ხშირად გვასახელებენ საერთაშორისო ასპარეზზე.

გვჯერა, ეს ტურნირი მათთვის ახალი გამოცდილება იქნება და მომავალში ქართული ჭადრაკის წარმატებულ ტრადიციას გააგრძელებენ", – განაცხადა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა.

მსოფლიოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის ყველაზე პრესტიჟული ტურნირია ახალგაზრდულ ჭადრაკში. მასში მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეები მონაწილეობენ.

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ახალგაზრდული ნაკრების მხარდამჭერია საქართველოს სპორტის სამინისტრო და “პაშა-ბანკი“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს