სალომე სამადაშვილი - მნიშვნელობა არ აქვს, რას დაარქმევს „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ცვლილებებს, ყველა მათგანი თავისი შინაარსით არის რუსული

ეს არალეგიტიმური ორგანო ერთპარტიულია. ვხედავთ, რომ გამწარებული და გამალებული იღებს, თითხნის რაღაც კანონებს, რათა საქართველოში საბოლოოდ გაანადგუროს თავისუფალი სივრცე, თუმცა ამას არანაირი შანსი არ აქვს, რაიმე შედეგი გამოიღოს,- ასე აფასებს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.

საუბარია „მედიის შესახებ“ კანონზე, „ფარას“ სიტყვა-სიტყვით თარგმანზე და ქართულ კანონმდებლობაში გადმოტანაზე, ასევე „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელსაც „სამშობლოს ღალატის“ მუხლი ემატება. სალომე სამადაშვილის შეფასებით, მნიშვნელობა არ აქვს, რას დაარქმევს „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებებს, რადგანაც ყველა მათგანი თავისი შინაარსით არის რუსული.

„პირველ რიგში, არცერთ კანონს, რომელსაც იღებს არალეგიტიმური პარლამენტი, რომელსაც არ აქვს არანაირი საერთაშორისო აღიარება, უნდა ითქვას, რომ ვერანაირი იურიდიული ძალა ვერ ექნება. ყველა კანონი, რასაც დაამტკიცებენ, თავისი შინაარსით არის არალეგიტიმური. ეს არალეგიტიმური ორგანო ერთპარტიულია. ვხედავთ,რომ გამწარებული და გამალებული იღებს, თითხნის რაღაც კანონებს, რათა საქართველოში საბოლოოდ გაანადგუროს თავისუფალი სივრცე, თუმცა ამას არანაირი შანსი არ აქვს, რაიმე შედეგი გამოიღოს, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, საზოგადოება ძალიან მყარად ამბობს, რომ ის ირჩევს ამ ქვეყნის თავისუფალ, ევროპულ მომავალს. ამიტომ, რას დაარქმევენ ამას, „ამერიკულ კანონს“, „ბრიტანულ კანონს“ თუ სხვას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ეს კანონი თავისი შინაარსით და დანიშნულებით არის რუსული კანონი, რუსეთში დაწერილი ინსტრუქცია, რომელსაც დღეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ასრულებს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს