საქართველოში მოქმედი ყველა კანონიდან ტერმინებს „გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“ ამოიღებენ - „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონს კი „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ კანონი დაერქმევა

საქართველოში მოქმედი ყველა კანონიდან ტერმინი „გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“ ამოდის. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონს კი სახელწოდება ეცვლება და მას „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ კანონი დაერქმევა.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატებმა დააინიცირეს.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, კანონებში არსებული ჩანაწერი “გენდერული საკითხები“ შეიცვლება ჩანაწერით - “ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები“, ტერმინი “გენდერის ნიშნის შეუწყნარებლობა“ იცვლება “ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობით“, კანონში გამოყენებული სიტყვები “გენდერულად მგრძნობიარე“, შეიცვლება სიტყვებით “სქესის ნიშნისადმი მგრძნობიარე“ და ასე შემდეგ.

საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტებს განსახილველად უკვე გადაეცა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო