ზურაბ ბატიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - ტრამპის წინაშე სურთ წარმოჩინდნენ, რომ ვითომ პროამერიკულები არიან და ამიტომ, ამერიკული კანონი გადმოაქვთ სიტყვა-სიტყვით - ეს ძალიან იაფფასიანი „ტრიუკია“

ჩემი აზრით, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ტრამპის წინაშე სურთ წარმოჩინდნენ, რომ ვითომ პროამერიკულები არიან და ამიტომ, ამერიკული კანონი გადმოაქვთ სიტყვა-სიტყვით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან იაფფასიანი „ტრიუკია“, რომელიც სერიოზულად არსად აღიქმება, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც ისაუბრა პარლამენტში დაინფიცირებულ კანონის პროექტზე „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც აშშ-ში მოქმედი FARA-ს სიტყვა-სიტყვით თარგმანს წარმოადგენს.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული კანონის პროექტი ვერ იმუშავებს, რადგანაც რეალურად ის გამჭვირვალობისთვის არ კეთდება.

„როგორ რუსულმა კანონმა არ იმუშავა, ისე არ იმუშავებს ეს, რა სახელიც არ უნდა დაარქვან იმიტომ, რომ რეალურად ეს იმისთვის არ კეთდება, რომ ვინმეს გამჭვირვალობა სჭირდება. ყველაფერი გამჭვირვალეა და ყველას შეუძლია ნახოს, ვინ, როგორ და საიდან ფინანსდება.

მეორე მხრივ, ძალიან იაფფასიანია ეს, მაგრამ ჩემი აზრით, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ტრამპის წინაშე სურთ წარმოჩინდნენ, რომ ვითომ პროამერიკულები არიან და ამიტომ, ამერიკული კანონი გადმოაქვთ სიტყვა-სიტყვით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან იაფფასიანი „ტრიუკია“, რომელიც სერიოზულად არსად აღიქმება და მათ შორის დასავლეთში, აშშ-ში ამას სერიოზულად არავინ აღიქვამს“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ამასთან, მან ისაუბრა ხელისუფლების მისამართით დასავლეთის მიერ სანქციების შესაძლო დაწესებაზე.

„უნდა დასანქცირდენენ ის ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებლები ადამიანების წამებაზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლაზე და იმაზე, რომ ქვეყანას მიათრევენ რუსეთში. აქედან, გამომდინარე, ნებისმიერი, სანქცია, რომელიც ამ მიზანს ემსახურება, რა თქმა უნდა, გამართლებულია“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ახალი არჩევნების ჩატარება მოუწევს, თუმცა გააჩნია, რის ფასად.

„სანქციების ფასად, რომელსაც ეკონომიკის უკუსვლა და შემდეგ შეიძლება კოლაფსი მოჰყვეს, ლოგიკურად ამის ფასად არ უნდა უღირდეს, თუმცა ისინი ახლა, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული არიან და ლოგიკის ჩარჩოებიდან საერთოდ გასულები არიან. ამიტომ, შეიძლება იმაზეც წავიდეს ხელისუფლება, რომ ბოლომდე, თუნდაც ეკონომიკის ჩამონგრევის ფასად მათ არ ჩანიშნონ არჩევნები. თუმცა, არჩევნების ჩანიშვნა მაინც მოუწევთ”, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია