სალომე ზურაბიშვილი - ყველას გვაქვს ვალდებულება, რომ ხვალ რუსთაველზე ვიდგეთ და ვთქვათ: „არა რუსულ ოკუპაციას“

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ხალხს 25 თებერვალს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 25 თებერვალი რუსული ოკუპაციის ერთგვარი სიმბოლოა და ყველას გვაქვს ვალდებულება, რომ ვიდგეთ რუსთაველის გამზირზე და ვთქვათ - „არა რუსულ ოკუპაციას“.

„ხვალ 25 თებერვალია, ერთ-ერთი უმძიმესი დღე ჩვენი ახლო ისტორიისა, როცა ბოლშევიკური ჯარები შემოდიოდნენ დედაქალაქში.

ეს დღე რუსული ოკუპაციის ერთგვარი სიმბოლო გახდა, ამიტომ ხვალ, ჩვენ ყველას გვაქვს ვალდებულება, რომ იმავე რუსთაველზე ვიდგეთ ყველანი, რომ ვთქვათ - არა რუსულ ოკუპაციას.

ეს იქნება ჩვენი ერთობლივი განაცხადი. მე თქვენთან ერთად, რუსთაველზე, ხვალ 21:00 საათზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო