გაერო-მ რეზოლუცია მიიღო, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას გმობს - საქართველომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

უკრაინისა და ევროკავშირის მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას გმობს მხარი 93-მა ქვეყანამ დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა 18-მა მისცა, ხოლო 65-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა აშშ-მა და რუსეთმა მისცეს. საქართველომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის შესახებ აშშ-ის ინიცირებულ რეზოლუციასაც დაუჭირა მხარი, თუმცა მასში ცვლილებები იქნა შეტანილი, კერძოდ, ცვლილებები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ.

ასევე ცვლილება იმის შესახებ, რომ რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს გაერო-ს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

აშშ-ის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას მხარი 93-მა წევრმა სახელმწიფო დაუჭირა, 73-მა თავი შეიკავა, ხოლო 8-მ ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

რეზოლუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ აშშ-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, ასევე თავი შეიკავა საქართველომაც.

კენჭისყრამდე, გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დოროთი შიმ გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის უკრაინასა და რუსეთს აშშ-ის რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„აშშ ეწინააღმდეგება კიდევ ერთი რეზოლუციისთვის კენჭისყრას. ამიტომ, ჩვენ უკრაინის რეზოლუციას მხარს ვერ დავუჭერთ და მის გაწვევას მოვითხოვთ“, - აღნიშნა გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ.

ცნობისთვის, უკრაინის რეზოლუციის პროექტში, რომლის თანასპონსორი ევროკავშირია, საუბარია „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრაზე“ და მოითხოვს, რომ „რუსეთმა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან თავისი შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ და სრულად გაიყვანოს“.

რაც შეეხება აშშ-ის რეზოლუციის პროექტს, კერძოდ, მისი პირვანდელი სახე, „აშშ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დროს ადამიანების ტრაგიკული დაღუპვის გამო მწუხარებას გამოხატავს“ და კონფლიქტის სწრაფად დასრულების მოწოდებას შეიცავს და უკრაინასა და რუსეთს შორის ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მოწოდებით გამოდის“.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში