ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის პარალელურად, Promote Georgia-მ აქცია გამართა

24 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის პარალელურად, ბრიუსელში მოქმედმა ქართულმა სამოქალაქო ორგანიზაცია Promote Georgia-მ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მთავარი მოთხოვნები იყო “ქართული ოცნების” ხელისუფლების „არაღიარების გაგრძელება“ და სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” სხვა წევრებისადმი.

Promote Georgia-ს თქმით, ორგანიზაცია გააგრძელებს აქციებსა და ადვოკატირებას „რეჟიმის პატიმრების განთავისუფლების, ახალი არჩევნების დანიშვნისა და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასანქცირების მოთხოვნებით“.

ისინი სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოში პროტესტის მონაწილე თითოეულ ადამიანს.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი