ვახუშტი მენაბდე - „ქართულ ოცნებას“ უჭირს, ყოველ კვირას ახალი საკანონმდებლო ინიციატივებით შემოდის, რომ ახალი წინაღობა შეუქმნას წინააღმდეგობის ტალღას, რადგან წინა ბარიერი, არ არის საკმარისი - ეს სიმპტომია და მნიშვნელოვანია

„ქართული ოცნება“ ლამის ყოველ კვირას ახალ-ახალი საკანონმდებლო ინიციატივებით შემოდის იმისათვის, რომ ახალი წინაღობა შეუქმნას წინააღმდეგობის ტალღას, რომელიც ქვეყანაშია, - ამის შესახებ მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა ვახუშტი მენაბდემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსი“ „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივებზე საუბრისას განაცხადა.

ვახუშტი მენაბდეს მოსაზრებით, მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ ის ინსტრუმენტები, რომელსაც „ქართული ოცნება“ პროტესტის წინააღმდეგ იყენებს, რათა ვიცოდეთ, როგორ დავუპირისპირდეთ მათ.

„ქართულ ოცნებას“ უჭირს, უჭირს წინააღმდეგობის ტალღასთან გამკლავება, რომელიც არის ქვეყანაში. „ქართული ოცნება“ ლამის ყოველ კვირას ახალ- ახალი საკანონმდებლო ინიციატივებით შემოდის იმისათვის, რომ ახალი წინაღობა შეუქმნას წინააღმდეგობის ტალღას, რომელიც ქვეყანაშია. ეს რას გვაჩვენებს ჩვენ? წინა ბარიერი, რომელიც ორი კვირის წინ შექმნა, არ არის საკმარისი და ახალი სჭირდება, რაღაც ახალი უნდა მოიგონოს. ეს სიმპტომია და ეს მნიშვნელოვანია.

მეორე მხრივ, ჩვენ ძალიან კარგად უნდა შევხედოთ და გავაანალიზოთ, რა ინსტრუმენტებია ეს, რასაც იყენებს და რისთვისაც იყენებს. ეს იმიტომ, რომ ვიცოდეთ, როგორ დავუპირისპირდეთ მათ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ერთგვარი ინფორმაციული ტალღა იყო ამ საკითხებზე და ბევრი პოლიტიკოსი თუ საჯაროდ მოლაპარაკე ადამიანი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ თითქოს მილიონობით ჯარიმა გამოიწერა მხოლოდ იანვრის განმავლობაში. ეს ინფორმაცია მანიპულაციურია და ეს ჩვენმა მაყურებელმა უნდა იცოდეს. ეს ინფორმაცია არასწორად მოწოდებული და ტაქტიკურად არასწორად გავრცელებული იყო. ასეთმა არასწორად გავრცელებულმა ინფორმაციამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თავად პროცესზე, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს. სინამდვილეში, საბოლოო გადაწყვეტილება, როცა სასამართლომ პირს დააკისრა ჯარიმის გადახდა, არის სულ რამდენიმე ასეული, ეს არის სამასი საქმე სულ. ანუ დღეში ხუთ ადამიანზე მეტსაც ვერ აჯარიმებს სისტემა“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია