ლანჩხუთის მერის განცხადებით,  დიდთოვლობის გამო მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ

ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, თოვლმა და უხვმა ნალექმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ზარალი მიაყენა, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

მისივე განცხადებით, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ამასთან, ის არ ადასტურებს ინფორმაციას, სოფელ კოკათში მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. მისი თქმით, სოფელში დაზიანდა სახლის სახურავი, თუმცა არ აქვს ინფორმაცია იმყოფებოდა თუ არა სახლში ვინმე.

“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკათში, მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ვერ დაგიდასტურებთ. უხვი ნალექია, ხუთი დღეა უამინდობაა, თოვლის ნალექმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. როგორც გავიგე, მოქალაქის გარდაცვალება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში მოხდა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკათში დაფიქსირდა სახურავის დაზიანების ფაქტი, თუმცა არ გვაქვს ინფორმაცია ადგილზე თუ იმყოფებოდა ვინმე, უხვი ნალექია და ინტენსიურად იწმინდება გზები”, - განაცხადა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.

მისივე თქმით, სოფელ კოკათში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს და დიდთოვლობის გამო, კომუნიკაცია ამ დროისთვის ვერ ხერხდება, სოფელში ერთ-ერთი სახლის დაზიანების შესახებ კი ადგილობრივისგან მიიღეს ინფორმაცია, თუმცა ამ დროისთვის მასთანაც ვერ მყარდება კომუნიკაცია.

"სჭირდება სპეცტექნიკა, რომელსაც ხვალ, სამეგრელოდან ველოდებით. მომხდარი შემთხვევის შესახებ სრული ინფორმაცია არ გვაქვს, ვიცით მხოლოდ ის, რომ მეზობელმა თქვა, სახლის ნაწილი ჩამოინგრაო, იქ ცხოვრობდა მარტოხელა, 75 წლამდე მამაკაცი. მეზობელი თვითონაც ვერ გადადის, რათა ნახოს, რა ხდება. მეზობელთანაც უკვე კომუნიკაცია ვერ მყარდება, რადგან ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ხვალ დილით, ტექნიკა წავა გზის გასაწმენდად, გაყვება სამაშველო ბრიგადაც და დაზუსტებული ინფორმაცია გვექნება“,- განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა