ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის ინფორმაციით, სოფლები მოწყვეტილია გარესამყაროს და მოსახლეობას დახმარება სჭირდება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის ბაჩო ახალაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში უმძიმესი მდგომარეობაა.

მისივე თქმით, სოფლები მოწყვეტილია გარესამყაროს. მისივე ინფორმაციით, მოსახლეობას დახმარება სჭირდება.

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საგანგაშო მდგომარეობაა. ადამიანები მოწყვეტილი არიან გარესამყაროს, ჩოხატაურის სოფლების აბსოლუტური უმრავლესობა. გადაადგილება შეუძლებელია. სოფლებში უმეტესობა ხანშიშესული ადამიანია. არიან ცუდად, ესაჭიროებათ მედიკამენტები და საკვები. ელექტროენერგია

არ არის. ამ წუთის მდგომარეობით არაფერი არ არის გაწმენდილი. სახლების ნგრევის შემთხვევაც იყო. ასე თუ გაგრძელდა ნახევარზე მეტი სახლი ჩამოინგრევა. მეზობელთან გადასვლაც კი შეუძლებელია“, - განაცხადა ბაჩო ახალაძემ.

თავის მხრივ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ გზების გაწმენდითი სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს, თუმცა საკმარისი ტექნიკა არ არის.

"გადაუღებლად თოვს. ტექნიკა არ არის საკმარისი, რომ ყველა სოფელს ერთდროულად გაუმკლავდეს. ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდებაზეც გარკვეულ უბნებში შეზღუდვაა. დაზუსტებული ინფორმაცია ერთგვარი მონიტორინგის შემდეგ გვექნება. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, თუვინმეს მედიკამენტი სჭირდება, რა თქმა უნდა, ამის მოგვარება ხერხდება. ეტაპობრივად მიმდინარეობს გზების გაწმენდა, ერთი რომ გაიწმინდება ცოტა ხანში თავიდან გასაწმენდია, რადგან ინტენსიურად თოვს,“- აცხადებენ უწყებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია